სამართალი და კრიმინალი

შემზარავი დანაშაული კასპში

„ხუთი წუთი ეკიდა ცეცხლი სახეზე, მერე მეზობელმა ხალიჩა ჩამოაგდო, დავაფარეთ ყველაფერი და როგორც იქნა ჩავაქრეთ...“

კასპში, ე.წ. მირიანის ბინებში, ზურაბ ბურდულმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა. თავდაპირველად ქალს დახმარება მეზობლებმა გაუწიეს.

.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები მივიდნენ. ქალი ახლა დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეზობლების თქმით, ქალს კაცმა მჟავა შეასხა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.

„რომ დავინახე, გავიქეცი, რა მექნა, არ ვიცოდი. ანთებული მაშხალასავით ესროლა რაღაც ნივთი. იმ წუთში მოედო ცეცხლი. იქვე ქვიშა იყო, ვაყრიდი, მერე უცებ მოვიფიქრე, სახლში ფარდა ჩამოვხსენი და ის გადავაფარე. შემზარავი სანახავი იყო. ხუთი წუთი ეკიდა ცეცხლი სახეზე. მერე მეზობელმა ხალიჩა ჩამოაგდო, დავაფარეთ ყველაფერი და როგორც იქნა ჩავაქრეთ…“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი.

„უთანხმოება ჰქონდათ. არ ურიგდებაო და იმიტომ იქცევა ასეო. ხელები, სახე, ყველაფერი დამწვარი აქვს… უკარგესი გოგოა. ძალიან კარგი, ნამდვილად“, – ამბობენ ადგილობრივები.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close