
„ხანდახან როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი… ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი ამ მითამაშია…
კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. გული მწყდება კინოზე, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ, რომ მიმაჩნია, გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა”, – ყვება ქართული კინოს ვარსკვლავი, ლეილა ყიფიანი, რომელიც 78 წლისაა.
.
მან საკმაოდ ხანმოკლე კინოკარიერის განმავლობაში დაუვიწყარი სახეები შექმნა („მე ვხედავ მზეს”, „ღიმილის ბიჭები”, „ლონდრე”, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”…), დაქორწინების შემდეგ კი ოჯახი იქცა მისთვის პრიორიტეტად და კინოში აღარ გამოჩენილა.
კინოში საბალეტო სასწავლებლიდან მოხვდა. ხუთი წელი გაატარა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. შემდეგ ფიგურულ სრიალზე შევიდა და მალე პირველი როლიც გამოჩნდა. ჯერ ფილმ „მე ვხედა მზეში” გამოჩნდა, შემდეგ – „ლონდრესა” და „ღიმილის ბიჭებში”.
ფილმ „ღიმილის ბიჭების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო მმომავალი მეუღლე, რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი.
„ფილმის გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი… არ ვიცი, რა მოხდა… არასოდეს მიფიქრია მის სამეფო წარმოშობაზე, უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ლექსებს მიკითხავდა ხშირად, სამაგიეროდ, დამჩაგრა და მხოლოდ ერთ სპექტაკლში მათამაშა”, – ამბობდა ლეილა ყიფიანი.
სამწუხაროდ, ნუგზარ ბაგრატიონი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.