„რატომ მომიკლა ჩემი უნაკლო შვილი?!“
„დედამისს უფლის ეშინოდეს, თავის შვილს რომ ამართლებს! ლუკას დანა რომ დაარტყა, რატომ გაიქცა, რატომ დაიმალა?!“ - რას ყვება ლუკა დარასელიას დედა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 25 წლის ტიკ-ტოკერი, თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს და პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე თეკლა გერსამიამ განაცხადა, მასზე განყოფილებაში ფსიქოლოგიურად იძალადეს და დანაშაული იძულებით აღიარებინეს.
.
“ტელეკომპანია პირველი“ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების დეტალებს ასაჯაროებს. პროკურორ გია შაიშმელაშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 25 წლის ქალმა მთავარი სამხილი, სისხლიანი დანა გარეცხა.
თუმცა ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ირწმუნება, რომ სისხლიანი დანა მეოთხე სართულიდან მეექვსე სართულზე აიტანა და ჭურჭლის გასარეცხ ნიჟარაში ჩადო, თუმცა ონკანი იყო მოშვებული, რის შემდეგაც წყალმა სისხლის კვალი მოაშორა.
„მე მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ოთახში რომ ვიყავი, იყვნენ 10 ადამიანი და მიმეორებდა, შენ დაჭერი, შენ დაჭერი, აღიარე ხელი მოაწერე და გაგიშვებთ სახლშიო. იმ წუთას რასაც ამბობდნენ, იმას ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილთან წავსულიყავი.
ნახევარი არ მახსოვს, იქ რა მოვყევი. თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი, მაშინ ის ადამიანი რატომ ჩამოვიყვანე სადარბაზოში და რატომ მივიყვანე კლინიკაში. ვთხოვდი ადვოკატს, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად და დახმარება მჭირდებოდა. მიმალვაზე გეტყვითმ, რომ მყავს 4 წლის შვილი. რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს, კარგადაა, ერთადერთი განზრახვა მქონდა, ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან. არ მივმალულვარ, დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა, ახლავე მოვიყვანო. მალევე მივედი პოლიციაში. საჭმელს ვაკეთებდი წყალი მოშვებული იყო. დანა ჩაგდებულია, გარეცხილი არა. რომ შედიხარ სახლში, ეგრევე “კუხნაა“ და ჩავაგდე, არც დამიმალავს ეს დანა, არაფერი, ამოვიტანე და ონკანში ჩავაგდე”, – განაცხადა ბრალდებულმა.
„თვითონ მიიყენა მაგ ბიჭმა დაზიანებები სადარბაზოში ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა”, – ამბობს დაკავებულის დედა.
აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ლუკა დარასელიას ოჯახი. AMBEBI.GE-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მოკლული ბიჭის დედასთან ინგა ესართიასთან:
– ქალბატონო ინგა, თეკლას დედის ინტერვიუ თუ მოისმინეთ…
– ნეტა არ მომესმინა, ნუთუ ღმერთის არ ეშინია. მკვდარია ჩემი შვილი და კიდევ ამხელა ტყუილს რომ აბრალებენ.
– ლუკამ როდის გაგაცნოთ თეკლა?
– მე პოლონეთში ვიყავი, ლუკამ რომ მასთან ურთიერთობა დაიწყო და ტელეფონით გამაცნო. მაშინ მითხრა, მეგობრები ვართო. ამ გოგომაც მითხრა, მე და ლუკა მეგობრები ვართო. თეკლამ მითხრა, ლუკა რომ გავიცანი, ჩემთან სახლში ვქეიფობდით და წავიყვანეო. არ ვიცი, რა გაუკეთა იქ ჩემს შვილს, ბოლოს არავინ უნდოდა. ერთი და ჰყავს და იმასთან, რომ დაერეკა, უფლებას არ აძლევდა.
– ერთად ცხოვრობდნენ?
– დიახ, თეკლას დაბადების დღეზე ჩემს შვილს ხელი უთხოვია. ვიდეოდან გავიგე. თეკლას დაუწერია, რაც მინდოდა, ის შევასრულეო. ლუკას გარეშე არ შეეძლო, ყველგან დაჰყვებოდა. დაახლოებით 6 თვე იყვნენ ერთად.
– ის პერიოდი ერთად რომ ცხოვრობდნენ, თუ ესაუბრებოდით ლუკას, რას გიყვებოდათ?
– კი, სულ ვკითხულობდით ლუკას, ყოველდღე ვწერდი, მეც, დედაჩემიც. ბოლო პერიოდში ტელეფონი არ ჰქონდა. ფეისბუქის გვერდიც თეკლას ჰქონდა, ვინმე რომ მოსწერდა, უშლიდა, არავის მიმოწერას არ აჩვენებდა.
ლუკას ვკითხე, რატომ არ ჰქონდა ტელეფონი, ცოტა ხანი არ მინდა და თუ რამე მოხდა, თეკლას დაუკავშირდითო. თეკლას რატომ უნდა დავუკავშირდე, შენ რატომ არ გინდა ტელეფონი-მეთქი. ბოლო დროს ფეისბუქის პროფილი გაუუქმა.
თეკლას რომ მივწერე, თვითონ დამიდასტურა. რატომ გააუქმე, ოჯახის წევრებს რომ არ მისწეროს-მეთქი. შენ ინსტაგრამი გაქვს, ტიკ-ტოკი, ტელეფონი, ჩემს შვილს არაფერი არ უნდა-მეთქი, არავინ არ უნდა მოიკითხოს-თქო. ცოტა ხანი დასვენება გვინდაო, რაღაც საქმეები უნდა მოვაგვაროო. აქედან წასვლა უნდოდათ. ვეუბნებოდი, არ წახვიდეთ-მეთქი. ერთ დღეს თეკლამ მითხრა, რომ ბინას ყიდდა. გავგიჟდი, ხალხმა ბინა რომ იყიდოს, იმას წვალობს-თქო. ჩემს საქმეს ახლა ასე სჭირდებაო. მატყუებდა, თითქოს ლუკას ჯარიმა დაუწერეს და 4 ათასი ლარი გირაო იყო გადასახდელი.
– იყო ვერსიაც, რომ ლუკას მანამდეც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, თეკლას დედას თქმით, მან თავად მიიყენა დაზიანება.
– არა, ტყუილია. თეკლა ურეკავდა ლუკას მამას, ფული გვჭირდებაო, ადვოკატთან ერთად და პრობაციაზეა ლუკა, ფული გვჭირდებაო. ადვოკატის ფული მამამისმა გაუგზავნა. მე სულელი არ ვარ და გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს არც გირაო სჭირდებოდა და სასამართლოც არ ჰქონია. შემდეგ გადათქვა, გირაო კი არა, ჯარიმა იყოო.
– თეკლას შვილიც მათთან ცხოვრობდა?
– კი, სამი წლის არის, მგონი. ერთხელ თეკლამ ვიდეო გამომიგზავნა, ლუკა რომ აცმევდა. ერთხელ დილით დამირეკა, ნახე, ლუკა უკეთებს ბავშვს ფაფას, მე ცუდად ვარ, არ შემიძლიაო.
– თეკლას დედას თუ იცნობდით პირადად?
– არა, არ ვიცნობდი. ორივეს ვუთხარი, რომ გაეცნოთ, მაგრამ მოვა დრო და გაიცნობო. არავის ვიცნობდი თეკლას მხრიდან, არადა სულ ვთხოვდი. ბოლო სამი თვე თეკლა შილაკის სასწავლად დადიოდა და მის შვილს ჩემი ლუკა უვლიდა.
– როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, ჩხუბობდნენ ხოლმე?
– არა, რომ დამირეკავდნენ, ჩემი შვილი ხელებს უკოცნიდა ხოლმე. თეკლა ეუბნებოდა, დედაშენის არ გრცხვენიაო. რა არის სამარცხვინოო. მეზობლები ამბობდნენ თურმე, ისე ჰყავდა ლუკას, არ ვიცი, ქმარი რომ ცოლს ასე მოექცეს, უნდა დაიმსახუროო. ლუკა იმის იქით ვერავის ხედავდა.
– რა მოხდა იმ დღეს რეალურად, რატომ შეიძლებოდა გაემეტებინა ასე?
– არ ვიცი, ვერ ვხვდები, ასე უცებ რა მოხდა. ფაქტია, იჩხუბეს, მაგრამ რის გამო. ხელი მოწერილი ჰქონდათ, ჩემმა შვილმა ბეჭედი მისცა, წასვლას აპირებდნენ საქართველოდან. რა მოხდა ასეთი, სასიკვდილოდ რომ გაიმეტა, შეიძლება ლუკა რამეს მიხვდა და წამოსვლა უნდოდა…
რამდენჯერ მითხრა, ლუკას ვინც შეეხება, არც დავფიქრდები, ჩემი ხელით გამოვჭრიო ყელს. რაზე იჩხუბეს, ვერ ვხვდები, ლუკასა და მის გარდა არავინ იცის. რა უნდოდა, ხომ ჰყავდა თავისთან, რატომ მომიკლა ჩემი ანგელოზი, უნაკლო შვილი.
ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, ისეთი გული ჰქონდა. დედამისს რცხვენოდეს, უფლის ეშინოდეს, კიდევ თავის შვილს რომ ამართლებს. ჩემს შვილს დანა რომ დაარტყა, რატომ გაიქცა, რატომ დაიმალა. რატომ არ დაუძახა სასწრაფოს მაშინვე, იქნებ გადარჩენილიყო. ან ადვოკატი რას ამბობს, უფლის არ ეშინია? ქათამი ხომ არ მოუკლავს, შვილი მომიკლა.
ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა. ჩემი შვილის გაყინულ სხეულს ვუყურებ ახლა. ციხე იმისთვის კომფორტია, შეჭამს, დალევს, ჩემი შვილი აღარ… არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობას. თავისმა სიკეთემ დაღუპა ლუკა.