პოლიტიკა
,,ჩვენ მივისწრაფვით შემოქმედებითი, სახელოვნებო ქალაქის სტატუსისკენ”
„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილია

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი, სიღნაღის ამჟამინდელი მერი, მალხაზ ბეგიაშვილია.
„ქალაქს სჭირდება კულტურული ცენტრი, რის დეფიციტსაც განიცდის. ჩვენ მივისწრაფვით შემოქმედებითი, სახელოვნებო ქალაქის სტატუსისკენ და ასეთი ცენტრის მშენებლობის საჭიროება უკვე დგება.
სპორტული სივრცეეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის – ეს თანმდევი საკითხებია ქალაქის რეაბილიტაციის ერთიან გეგმაში. ასევე, რეკრეაციული სივრცეები, მოსასვენებელი პარკები – სამი ასეთი ლოკაცია გვაქვს, რომლის რეაბილიტაციასაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ.
რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ჩვენ ასე ვუდგებით, რომ ამ კომპლექსურ ხედვაში, საწყისი რა უნდა იყოს და როგორ განვითარდეს რეაბილიტაცია, ეს საკითხები ჩვენს მუნიციპალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოკვეთილი და დალაგებული გვაქვს”- განაცხადა მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.