საზოგადოება

,,ეს ხალხი ძალიან მალე სასაფლაოს გზას გაუყვება…”

,,გადახედეთ თბილისში, ვაგლის მიმდებარე ტერიტორიას, ესაა ჯოჯოხეთი დედამიწაზე - ეს არაა ერის გადაშენების პირდაპირი კოდი, როცა 25 წლის ბიჭს მეტადონის და დიმედროლის ლომკები აქვს?"

20-50 -40 წლის ხალხი მეტადონში წევს, კი არ ზის, წვანან. მეტადონის ე.წ. ლომკებიდან ვერ გამოდის ადამიანი, პლიუს ამას სააფთიაქო ნარკომანია, დიმედროლს იკეთებენ, დღეში რა ვიცი რამდენს. უმეტესება ზეზეულად ლპება, ამას პლიუს ლოთობა. ეს ხალხი ყველა ძალიან მალე სასაფლაოს გზას გაუყვება. ეს არაა ერის გადაშენების პირდაპირი კოდი, როცა 25 წლის ბიჭს მეტადონის და დიმედროლის ლომკები აქვს? გადახედეთ თბილისში, ვაგლის მიმდებარე ტერიტორიას, ესაა ჯოჯოხეთი დედამიწაზე. რაღაც კონტროლი , მექანიზმი უნდა შეიმუშავონ, მხოლოდ ტოტალიზატორების რეგულაცია არაა საკმარისი. შეიხედეთ ნარკოლოგიურებში, ახალგაზრდა გოგოებითაა გავსებული,მარიხუანაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. ერი დგას კატასტროფის წინაშე, რად გვინდა ომი? ისედაც ცოცხალი გვამებითაა სავსე საქართველო! და იცით თუ არა, რომ პროსტიტუცია, ასე ვთქვათ, “გაახალგაზრდავდა”? აი ეს, რაც დავწერე ჩემი თვალით ვუყურებ ყოველ დღე…

ზაზა მჟავია, ფბ მომხმარებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close