საინტერესო

მოდის სახლებმა ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს

მოდის სახლებმა Chanel-მა და Prada-ამ ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს. Reuters-ის ცნობით, მსოფლიო მოდის ბრენდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენება სავარაუდოდ 2020 წლის მაისში გაიმართება.
გამოცემის ცნობით, მოდის სახლები შეშფოთებული არიან კორონავირუსის საფრთხის გამო თუმცა აზიაში გაზაფხულზე შოუს გამართვაზე უარს მაინც არ იტყვიან, თუ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
წყარო: Imedinews.ge

Related Articles

Back to top button
Close