საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი მორგოშიები დააკავეს და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ფულადი ჯარიმა გამოუწერეს. ცოლ-ქმარი ნაკვეთის მიმდებარედ თხილის საკრეფად იყვნენ წასულები.
“ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ ნაბაკევთან დაკავებულ იქნა ცოლ-ქმარი მორგოშიები, რომლებიც მეორე დღესვე გაანთავისუფლეს. ასეთი ფაქტები ხშირია, ხდება მავთულხლართების გავლება, ხშირია როდესაც პირუტყვი გადადის, ადამიანები თავიანთ ნაკვეთებში მიდიან და ხშირად ხდება მათი დაკავება“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

![Photo of “გვაქვს სამწუხარო ინფორმაცია, 4 წლის ალექსანდრე ჯიხაძეს უსახსრობის გამო ოპერაცია ვერ გაუკეთდება” [ვიდეო]](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/23634850_1662277607136435_1535904507_n-e1510655632872.jpg)

