სამართალი და კრიმინალი
ოჩამჩირეში პატიმარი ზედამხედველთან ერთად გაიქცა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პატიმარი ზედამხედველთან ერთად გაიქცა. ე. წ. პროკურატურის ინფორმაციით, პატიმარმა, რომელსაც 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ზედამხედველთან შეთანხმებით, საკნის გისოსები გადახერხა და მასთან ერთად მიიმალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გაქცეულები იძებნებიან.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.