70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საერთოდ ეკრძალებათ გარეთ გამოსვლა…”
,,ამ წუთას გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, რაც გულისხმობს შემდეგს:
⚠️იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, გარდა ტაქსისა და მსუბუქი ავტომობილისა (მხოლოდ 3 ადამიანი მანქანაში)
⚠️წესდება კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე, როდესაც ქუჩაში გამოსვლა საერთოდ აიკრძალება
⚠️70 წელს გადაცილებულ მოქალქეებს საერთოდ ეკრძალებათ გარეთ გამოსვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიდიან უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში
?144 – სამთავრობო ცხელი ხაზი დამატებითი ინფორმაციებისთვის და კონსულტაციებისთვის
❗️ალბათ საჭიროა ასეთი ზომების მიღება ვირუსთან საბრძოლველად, თუმცა რამდენად არის ფინანსურად მზად საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენა იმისთვის, რომ სახლში საკვები ჰქონდეს??? ამ შეზღუდვების პარალელურად აუცილებელია ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა მიზნობრივად ხელისუფლების მხრიდან!” წერს მიხეილ ქუმსიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.