საზოგადოება

,,31 ოქტომბერს ბიძინას ვადა ამოეწურა, მიიტაცა ხელისუფლება და კრედიტი აიღო მომავლიდან”

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:
_ ვადამდელი არჩევნები გაისად!
ესაა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა( პოლიტპატიმრების, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების და სხვა საკითხებთან ერთად).
ელჩებმა “თითქმის” პროპორციულს და “თითქმის” გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს მიაღწიეს 8 მარტის შეთანხმებით.
ახლანდელი “თითქმის” ამოცანა კიდევ უფრო რთული მისაღწევია ხელისუფლებასთან.
ვადამდელი არჩევნები გადადებული პარტია იქნებოდა.
2020- 2021 წლებში საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებით სრულდება ბიძინას მმართველობა საქართველოში.
31 ოქტომბერს მას ვადა ამოეწურა. მიიტაცა ხელისუფლობა და კრედიტი აიღო მომავლიდან.
რაც უფრო გაჯიუტდება, მით უფრო მძიმედ გაწყდება დაჭიმული ზამბარა.
2008 წ. იანვარში დასავლეთი არ ემზადებოდა ხელისუფლების ცვლილებისთვის. მოულოდნელი იყო ამომრჩევლის არჩევანი, ოპოზიციის მიერ დედაქალაქის დიდი უპირატესობით მოგება და რეალურად მეორე ტური. ამ პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისი იყო რეაქციაც და შეფასებებიც.
საქართველოში კი ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა ამომრჩევლის ნება ბოლომდე გააზრებული და დადასტურებულია დასავლეთის მიერ.
ამ რეალობის გათვალისწინებით, სულაც არ ვარ უიმედოდ. ხელისუფლებას ეგონა, ამოვისუნთქეო და…. აგერ, ელჩებთან მომლაპარაკებელი ოპოზიციონერების შეხვედრაც “დააწიეს გზაში” მაღალი რანგის ამერიკელ ჩინოვნიკთან – ამ კონტინენტზე ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანწილად პასუხისმგებელ ადამიანთან.
ლუკაშენკო ხარო, ბიძანას არ ეუბნებიან.
ამასთანავე, ვადამდელი არჩევნები მაინც მოგიწევსო, მგონი, ეტყვიან!

Related Articles

Back to top button
Close