საინტერესო

,,300 ტონა ქიმიურად მომწამვლელი ვაშლი უნდა გასაღდეს თბილისში…” _ საქართველოში ირანული ვაშლი შემოაქვთ?

ლევან ჯოჯიშვილი

,,ეს არის ირანული ვაშლი, რომელიც დიდი რაოდენობით- ტონობით არის შემოტანილი საქართველოში, იყიდება ქართულ ბაზრებზე და მაღაზიებში, რომელსაც აცლიან მარკებს და ასაღებენ ქართულ ვაშლად! იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკამ და ყველა ევროპულმა ქვეყანამ ირანს სანქციები დაუწესა, მთლიანი მათი პროდუქცია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის სრულიად 100% ით ქიმიური შემადგენლობის და საწამლავი შხამი რაც იწვევს უამრავ დაავადებას! ( და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, სერიოზულ, მასშტაბურ დაავადებებზეა საუბარი ) ამას გარდა ეს პირდაპირ ურტყამს და აზიანებს ჩვენს ეკონომიკას, ქართული პროდუქციის და ქართული სოფლის მეურნეობის ხელის შეწყობის ნაცვლად, ირანის ეკონომიკას ვამდიდრებთ!

არ ვიცი ვის რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის სრული კატასტროფა. ირანმა (სპარსეთმა) და კიდევ სხვა დამპყრობელთა ქვეყანამ ომებით და ძალმომრეობით საუკუნეების განმავლობაში ვერაფერი დაგვაკლო და ახლა სხვა ფორმებით ცდილობენ ჩვენს გაწყვეტას!

როგორ განვასხვაოთ ქართული, ეკოლოგიურად ხარისხიანი და ირანული ან სხვა წვეთოვნის ქიმიური ვაშლი და პროდუქტი? პირველ რიგში ამაზე უნდა დაწესდეს კონტროლი სახელმწიფოს მიერ, დახლებზე, მაღაზიებში და სუპერმარკეტებში. ხილს და ბოსტნეულს უნდა დაეწეროს მწარმოებელი და მყიდველი თვითონ გადაწყვეტს, იყიდოს თუ არა ის! (ეს უნდა იყოს სავალდებულო) შემდეგი გზა არის ის, რომ მყიდველმა თვითონ, საკუთარი თვალით ნახოს, შეაფასოს და იყიდოს პროდუქტი ბაზარში და აშკარად დაინახავს განსხვავებას (ყუთების თუ პროდუქტის შეფუთვით), მესამე და მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი და ადვილად გასარჩევი: ნატურალური ეკოლოგიური ვაშლი არ უნდა იყოს შოკოლადივით ტკბილი და ზედმეტად, ბრილიანტივით ბზინვარე ვაშლს უნდა ჰქონდეს ვაშლის გემო და არა შოკოლადის. სწორედ ამ სიტკბოს მეშვეობით ატყუებენ მყიდველს და თვალს უხვევენ! ტკბილი და გემრიელი არ ნიშნავს სასარგებლოს და ეკოლოგიურად სუფთას! გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი შვილების ჯანმრთელობას!

ე.წ. ნათვთლუღის ხილის ბაზარში(სამგორში) 15 ასეთი ტრაილერი დგას, თითო 15 ტონიანი ანუ 300 ტონა ქიმიურად მომწამვლელი ვაშლი უნდა გასაღდეს თბილისში და ეს მხოლოდ ერთ დღეს!

უკვე დაიცალა 10 ტრაილერი 200 ტონაზე მეტი

წეღან უბრალოდ გემოს გასაგებად გავსინჯე ერთი ცალი და მთელი დღეა ცუდად ვგრძნობ თავს.

ეს ყუთები ირანული წარწერებით

წაიკითხეთ ყუთს აწერია ირანული წარწერები ისედაც გაირჩევა ქართული ვაშლი და ირანული ვიზიალურადაც” _ პოსტა შესატყვისი ფოტოებით აქვეყნებს ლევან ჯოჯიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close