კატეგორიის გარეშე

17 თებერვალს მზის დაბნელებაა

ვის რას მოუტანს ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი პერიოდი - ნინა ხომერიკის პროგნოზი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 17 თებერვლის მზის დაბნელების შესახებ პროგნოზს აქვეყნებს და რჩევებს იძლევა:

.

„2026 წლის 17 თებერვალს, UTG-ს დროით 12:13 წუთზე, ხოლო 16:13 წუთზე საქართველოს დროით, მოხდება ა.წ. პირველი მზის რკალისებური დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანის 29-ე გრ-ში, აგრეთვე ველოდებით ახალმთვარეობას და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლური კალენდრით, 17 თებერვალს იწყება ცეცხლოვანი, წითელი ცხენის წელიწადი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი 2 კვირა ყველასთვის, როდესაც ფორმირდება განსაკუთრებული ენერგეტიკული სივრცე და შევძლებთ კარდინალურად შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, გამოვასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და პოზიტიურ დღეებში საფუძველი ჩავუყაროთ ახალ პროგრამას, რომელიც 18 წელი იქნება აქტიური.

გარდა ამისა, ამ პერიოდში, დაიწყება სატურნისა და ნეპტუნის შეერთება, რადგან ორივე პლანეტა, ძალიან ნელია და ნეპტუნს, მერწყულის ზოდიაქომდე მოსასვლელად დასჭირდა 165, ხოლო სატურნს დაახლოებით 30 წელი და მათი შეერთება გაგრძელდება 2026 წლის 29 მაისამდე. ეს ასპექტი გვპირდება მსოფლიოში დიდი პოლიტიკური ცვლილებების დაწყებას უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით ეს ცვლილებები შეეხება იმ მმართველებს, ვინც უკვე დიდი ხანია დგანან სახელმწიფოს სათავეში…

ვერძი:

დაბნელება შეეხება თქვენს მე -XI-ე სექტორს, რომელშიც 2026 წლის აგვისტოში გადავა აღმავალი კვანძი, რომელიც გვაძლევს შანსს გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები. ამ სახლში დაბნელება ბადებს ამბიციებს შექმნათ შემოსავლის ახალი წყარო, რაც შესაძლებელია იყოს ფინანსური ბონუსები, შემოსავლები რეკლამიდან, გაყიდვებიდან, ინტერნეტით, სპონსორებით ან საერთო საქმიანობიდან მოსული თანხები. ასევე შეძლებთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მიიღოთ ახალი ცოდნა, მეტად განვითარდეთ, რაც აგრეთვე მოგცემთ შესაძლებლობას მიიღოთ დამატებითი ფინანსები. ასევე გაგიჩნდებათ საკუთარი თავის მეტად რეალიზაციისა და საკუთარი მნიშვნელობის გაზრდის სურვილი, რასაც ახალი პროფესიის ან გამოყენებითი უნარების სწავლებით შეძლებთ. აქცენტირებული იქნებით საკუთარ პოპულარობაზე სოციალური ქსელების, ინტერნეტის, შემოქმედებითი პროექტების ან ინტელექტუალური ნაშრომების საშუალებით. მე- XI-ე სექტორი ასევე გულისხმობს არა პირველ ქორწინებას, ამიტომ ის ვერძები, ვისაც უკვე ჰყავდა ოჯახი და დღეს არიან პირადი პარტნიორის ძიებაში, დაბნელებიდან ორი წლის განმავლობაში, შეძლებენ გაიცნონ ადამიანი, რომელსაც ასევე ექნება მსგავსი წარსული, ეყოლება შვილები და მასთან შეძლებთ ააწყოთ სერიოზული ურთიერთობები. გარდა ამისა, ეს სახლი გულისხმობს მეგობრებს, სოციუმს, ადამიანთა დაჯგუფებას და ამ პერიოდში მოსალოდნელია თქვენი გარემოცვის მკვეთრი ცვლილება, შესაძლოა იპოვოთ თქვენი თავი ახალ საზოგადოებაში, აღმოაჩინოთ ახალი თანამოაზრენი, ანუ ის ადამიანები, ვისთანაც თქვენთვის იქნება რეალურად საინტერესო ურთიერთობა, თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს ცვლილება არ უნდა მოხდეს კონფლიქტის, საქმის გარჩევის ან უსიამოვნების ფონზე, ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, მოინდომებთ მეტად იყოთ  თავისუფალი საკუთარ არჩევანში, დროში და დღის გრაფიკში. მე -XI-ე სახლი, ასევე არის ბიზნესი, პროექტები და ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს საკუთარი საქმე, ეს დაბნელება მოგცემთ შესაძლებლობას დაგეგმოთ სიახლეები ამ კუთხით, ან გაზარდოთ არსებული ბიზნესის მასშტაბები.

 კურო:

ეს დაბნელება მნიშვნელოვანია კუროს ზოდიაქოსთვის, განსაკუთრებით ბოლო, მესამე დეკადაში ანუ 10.05-21.05 პერიოდში დაბადებული კუროები, ვინაიდან ურანი ამჟამად იმყოფება თქვენს ბოლო გრადუსებში და ზუსტად მისი დახმარებით იკვრება დიდი კვადრატი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ეს ენერგია გააქტიურდება უკვე 14 თებერვლიდან, ამიტომ აუცილებელია თადარიგი დაიჭიროთ და გამოიჩინოთ სიფრთხილე. თქვენს რუკაში დაბნელება ხდება მე -X-ე ასტრო ველში და ააქტიურებს გრძელვადიან პროგრამას, რომელიც მეტად გამოვლინდება 2026 წლის ზაფხულში, როდესაც კარმული კვანძები შეიცვლიან ნიშნებს, რაც გულისხმობს, გარემოზე თქვენი გავლენების, სტატუსისა და პასუხიმგებლობების ცვლილებას, მაგალითად:შესაძლებელია მიიღოთ უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ადგილთან, განათლებასთან ან სამსახურთან დაკავშირებული საბუთები, ასევე სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს ახალი თანამდებობა და პასუხისმგებლობები, ან სამსახურის და კოლექტივის ცვლილება. შესაძლებელია მოგიწიოთ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რაც შეცვლის თქვენსა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობების ხასიათს.აგრეთვე მოსალოდნელია პირადი სტატუსის ცვლილება, რაც შესაძლებელია იყოს ქორწინება, შვილის შეძენა ან ცვლილებები თქვენი ზრდასრული შვილების ცხოვრებაში. ამ ორი წლის განმავლობაში, სანამ დაბნელებები იქნება მერწყული- ლომის ღერძზე თქვენი ნიშნის გლობალური ამოცანაა, თქვენს გვარში გახდეთ ყველაზე წარმატებული და მიაღწიოთ ცხოვრების უკეთეს დონეს, ვიდრე ეს შეძლეს  თქვენმა ნათესავებმა. ასტროლოგიური მე -X-ე სექტორი, რომელიც არის მიღწევების, სტატუსისა და წარმატების სახლი, ხვდება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც კომუნიკაციების და პროგრესის სიმბოლოა, აქედან გამომდინარე, წინსვლა და გამართლება თქვენს საქმეში, შესაძლოა პირდაპირ დაკავშირებული იყოს ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებთან, როგორიცაა: ტყუპები, სასწორი და მერწყული და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომუნიკაციების ხარისხი, თანამშრომლობა და ურთიერთობები თქვენს მომხმარებლებთან, ხელმძღვანელობასთან და მათ შორის თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან. გახსოვდეთ, რომ მერწული თავისუფლების და თანასწორობის სიმბოლოა, ამიტომ რაც უფრო მეგობრული, მსუბუქი და პოზიტიური იქნება თქვენი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მით უფრო მეტი წარმატება გექნებათ საქმიანობაში.

 ტყუპები:

დაბნელება შეეხება თქვენს მე- IX-ე სექტორს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პირველ დეკადაში 22.05-31.05 დაბადებული ტყუპებისთვის, ანუ დგება დრო დასახოთ ახალი მიზნები და პერსპექტივები, იპოვოთ ახალი ადგილი სამყაროში და სწორად დაიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი საზღვრები. კარგი იქნება თუ დაკავდებით საკუთარი თავის ძიებით, გააფართოვებთ საკუთარ მსოფლმხედველობას, შეცვლით შეხედულებებს რიგ საკითხებზე და ისწავლით ხალხის ისეთად მიღებას,როგორებიც ისინი არიან. გეხსნებათ ახალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, რაც შესაძლოა იყოს ახალი ცოდნის მიღება, განვითარება, პროფესიული ზრდა, ან ხშირი მიმოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში განვითარების მიზნით. ასევე ვისთვისაც ეს თემა აქტუალურია, მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები სასამართლო პროცესებში და სამართლიანობის მიღწევა, ასევე შეძლებთ მოაგვაროთ სხვა ბიუროკრატიული საკითხებიც, როგორიცაა:სხვადასხვა სახის და საჭიროების საბუთების მიღება,  ოფიციალური ქორწინება, კონტრაქტების გაფორმება, იპოვით გაზრდის და რეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს, გადახვალთ თვითრეალიზაციისა და ზრდის ახალ ეტაპზე, შესაძლოა შეიცვალოთ კიდეც პროფესიული მიმართულებები ან დაწინაურდეთ და მიიღოთ ახალი გამოწვევები. ასევე საჭიროებიდან ან სურვილიდან გამომდინარე დაიწყებთ ზრუნვას განათლების საკითხებზე, რაც დაგეხმარებათ წინსვლაში. ზოგიერთი თქვენთაგანი დაიწყებს ფიქრს და საბუთების მომზადებას ემიგრაციისთვის ან იპოვის უცხოეთში სამსახურს, ახალ საქმიან პარტნიორებს, ვინც დაეხმარება საკუთარი საქმის განვითარებაში. გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში, არ მოუსმინოთ არავის. დასახეთ თქვენთვის მიზნები და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს, რადგან ამ დაბნელების პერიოდში ირთვება თქვენი გრძელვადიანი განვითარების პროგრამა, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ, რაც გლობალურად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას, აზროვნებასა და ცხოვრების ხარისხს.

 კირჩხიბი:

დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე დეკადაში 10.07-22.07 დაბადებული კირჩხიბებისთვის და ეხება მე- VIII-ე ასტრო ველს, რომელიც ააქტიურებს 2 წლიან პროგრამას. აუცილებელი ხდება დასახოთ ახალი ფინანსური გეგმები, აირჩიოთ ახალი მიმართულებები, პრიორიტეტები და გააძლიეროთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. შესაძლებელია მიიღოთ ახალი გადაწყვეტილებები, რაც ოჯახის ან მშობლების საერთო ქონებისა და ბიუჯეტის განკარგვასთან იქნება დაკავშირებული, მოსალოდნელია ერთობლივი ფინანსებით გააკეთოთ მსხვილი შენაძენი, როგორიცაა: სახლი, ნაკვეთი ან ბინა. ასევე შესაძლებელია თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა მიიღოთ მემკვიდრეობა. იმ კირჩხიბებს ვისაც აქვთ საკუთარი საქმე და ჰყავთ ბიზნეს პარტნიორები, მოსალოდნელია შეიცვალოს ფინანსური ინტერესები, ვალდებულებები და  სხვაგვარად გადანაწილდეს მოგების პროცენტი, დაკორექტირდეს შემოსავლები, ხარჯები, საკრედიტო ვალდებულებები. ამ 2 წლის განმავლობაში გექნებათ შანსი გააკეთოთ ისეთი ფინანსური ინვესტიცია, რომელიც მომავალში მოგიტანთ პასიურ შემოსავლს, გარდა ამისა, თქვენი საქმისთვის შეძლებთ იპოვოთ ანგარიშსწორების ახალი გზები, გაამრავალფეროვნოთ და გააძვიროთ თქვენი მომსახურეობა, ან შესაძლებელია იშოვოთ ახალი სამსახური, სადაც სხვისი ფინანსური რესურსების გამოყენებით მიიღებთ შემოსავლის ახალ წყაროს, მაგალითად: ჩაერთოთ ისეთ საქმიანობაში, სადაც სპონსორების დახმარებით გექნებათ ხელფასი ან იქნებით შუამავალი. ეს პერიოდი, მოგცემთ შესაძლებლობას იზრუნოთ თქვენი შვილის მომავალზე, დაიწყოთ საჭირო ფინანსების გადადება მისი სწავლისთვის და განვითარებისთვის. ამ დაბნელების მთავარი ამოცანა თქვენთვის მდომარეობს საჯაროობის, კრიტიკის,ყურადღების ცენტრში ყოფნის შიშის დამარცხებაში და როდესაც ამას შეძლებთ, გაიხსნება თქვენი ყველაზე დიდი ფინანსური პოტენციალი, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ დაიწყებთ საჯარო მოღვაწეობას, შექმნით ან აქტიურად განავითარებთ საკუთარ საქმეს, დროა ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი უფლებების შესახებ და აიღოთ ფინანსური პასუხიმგებლობები.

 ლომი:

დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე დეკადაში დაბადებული 10.08-22.08 ლომებისთვის და ხდება თქვენს მე -VII-ე ასტრო ველში, რომელიც გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობებს და ააქტიურებს ისეთ თემებს, სადაც დიდი ხანია არსებობს უკვე დისბალანსი, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია პირად ან საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებთან. მეგობრებთან ან კოლეგებთან. მნიშვნელოვანია სწორად გესმოდეთ ამ მოვლენების განვითარების მთავარი შინაარსი, რომელიც გულისხმობს თქვენი პირადი ამბიციების გამიჯვნას პირადი ან საქმიანი პარტნიორების ამბიციებისგან, სურვილებისგან ან  მისწრაფებებისგან, მაგალითად: თუ თქვენ გსურთ იცხოვროთ მდიდრულად და ფუფუნებაში, ხოლო თქვენს მეორე ნახევარს აკმაყოფილებს არსებული მინიმალური შემოსავალი, მისთვის პრიორიტეტულია წესრიგი და სტაბილურობა, ამის გამო კონფლიქტში შესვლას მასთან აზრი არ აქვს, რადგან ამ პერიოდის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა გამოეყოთ სიტყვა „ჩვენ“-ს, არ დაელოდოთ სხვის დახმარებას და თავად დაიწყოთ საკუთარი ამბიციების განხორციელება, უნდა გათავისუფლდეთ იმ მოლოდინებისგან, რასაც თქვენგან ელიან სხვა ადამიანები და გაიაზროთ, რომ ყველაზე მთავარი ვალდებულება გაქვთ საკუთარი თავის მიმართ. აგრეთვე წინ გელით ცვლილებები პირად ცხოვრებაშიც, გექნებათ შეხვედრა მნიშვნელოვან ადამიანთან და მომავლის გეგმების დასახვა, ასევე მოსალოდნელია საკვანძო ცვლილებები თქვენი მეორე ნახევრის, მეგობრის ან საქმიანი პარტნიორის ცხოვრებაში, ასევე შესაძლებელია წარმოიქმნას აზრთა სხვაობა და კონფლიქტები ურთიერთობებში, რომელიც თავიდან შესაძლოა სიტყვიერად მოგვარდეს, თუმცა დროებით და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგებით იგივე პრობლემის წინაშე, თუმცა სხვა რაკურსში. გარდა ამისა შესაძლებელია სამსახურეობრივი ცვლილებებიც და ეს 2 წელი მოგცემთ კარგ შანსებს ააწყოთ საკუთარი ბიზნესი, გახსნათ საკუთარი კომპანია, რაც დროთა განმავლობაში გახდება პოპულარული და მოგიტანთ წარმატებას.

 ქალწული:

დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დეკადის 23.08-31.08 ქალწულებისთვის და ხდება თქვენს მე- VI-ე ასტრო ველში, რომელიც გაგიაქტიურებთ მე -VI-ე მე – XII-ე სახლების ღერძს. ეს ის საკითხებია, სადაც უკვე არსებობს დისბალანსი და 2026 წლის დაბნელებები დაგეხმარებათ არსებული პრობლემების გადაჭრაში. მე- VI-ე სახლი გულისხმობს ჩვენს საბაზისო მოთხოვნებს და მასზე არის დამოკიდებული ბევრი მიმართულებით თქვენი  წარმატება, როგორიცაა: პარტნიორული ურთიერთობები, კარიერა, ჯანმრთელობა, ფიზიკური მდგომარეობა, მიღწევები და ის საჭირო ფუნდამენტი, რომელზეც ვაშენებთ მომავალს. პირველი, რაზეც გააკეთებს აქცენტებს ეს დაბნელება და მოიტანს ცვლილებებს იქნება სამსახური, კოლექტივი, პროფესიული მიმართულება ან ახალ პროექტებში ჩართულობა. ასევე საცხოვრებელი პირობების, ადგილმდებარეობის ან პასუხისმგებლობების ცვლილება ოჯახში, აუცილებელი ხდება დაკავდეთ სწორი ცხოვრების წესით, შემოიტანოთ მეტი სპორტული აქტივობა, მოიწესროთ კვება და დღის რეჟიმი, შეცვალოთ ყოველდღიური დატვირთვა და რუტინა.

 სასწორი:

დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დეკადის 23.09-30.09 სასწორებისთვის და ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენს ცხოვრებაში. ის გაგიაქტიურებთ თქვენს მე -V-ე ასტრო ველს და გააღვიძებს თქვენში ახალ ამბიციებს, რაც ეხმიანება 2017-2018 წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, არჩევანს და მოვლენებს. პირველი, რასაც ის შეეხება შესაძლოა გულისხმობდეს მიმართულების ან პროფესიის ცვლილებას და ყველა ის დაბნელება, რომელიც თქვენთვის მოხდება ამ სექტორში იქნება პოზიტიური ენერგიების მომტანი. ასეთ დროს, შეძლებთ იპოვოთ ისეთი საქმე, რომელიც მოგეწონებათ და მომავალ პერსპექტივაში მოგიტანთ კარგ შემოსავალს, მაგრამ ამისთვის მოგიწევთ დღევანდელი სტაბილურობის დათმობა, რაც თავიდან დისკომფორტის მომცემი იქნება, რადგან ის უკავშირდება რისკებს, შეზღუდულ რესურსებს და არ აქვს არანაირი გარანტია, რაც სასწორს არ უყვარს. გარდა ამისა, დაბნელება მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ საინტერესო იდეები და კონტრაქტები წარმატებული ადამიანების დახმარებით. მე- V-ე სახლი არის გრძნობები,ემოციები, სიყვარული და დაბნელებების ეს სერია, ამ სექტორში მოიტანს კარმულ ურთიერთოებებს და საბედისწერო შეხვედრას მათთვის, ვინც იმყოფება თავის  მეორე ნახევრის ძიებაში, ასევე შესაძლებელია თავი შეგახსენოთ ძველმა კარმულმა პარტნიორმაც, ან დასახოთ სამომავლო გეგმები და მიზნები არსებულ ურთიერობებში. ეს სექტორი, აგრეთვე გულისხმობს შვილებს და შესაძლოა ზოგიერთი სასწორის ცხოვრებაში დადგეს სასურველი ორსულობა ან დაიგეგმოს მნიშვნელოვანი სიახლეები თქვენი ზრდასრული შვილების პირად ცხოვრებაში.

 მორიელი:

ეს დაბნელება განსაკუთრებით საყურადღებოა ოქტომბრის და 10.11-22.11 დაბადებული მორიელებისთვის, რომელიც შეეხება თქვენს მე -IV-ე და მე- X-ე ასტრო ველს, რაც გულისხმობს უძრავ ქონებას, სახლს, ზოგადად ქონებას,სამშობლოს, მშობლებს, ოჯახს და მე- X-ე სექტორით მიზნებს, კარიერას და სამსახურს, ამ მიმართულებით მოსალოდნელია დისბალანასი, რადგან მაგალითად: თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას დაიწყოთ სამსახური სხვა ქალაქში ან საერთოდ წახვიდეთ გარკვეული დროით ემიგრაციაში, ორივე შემთხვავში მოგიწევთ იზრუნოთ ახალ საცხოვრებლებზე ან იპოვოთ ახალი სამუშაო ადგილი, მოაგვაროთ საბუთები და ა.შ. ანუ ნებისმიერი სახის ცვლილება მე -IV-ე ან მე- X-ე სახლებში იწვევს მოპირისპირე სექტორში რიტმის და რუტინის ცვლილებას, თუნდაც ეს იყოს შვილის დაბადება, რომელიც გამოიწვევს კარიერაში გარკვეული პერიოდით პაუზის აღებას. მომავალი 2 წლის განმავლობაში, ამ სექტორში უნდა გაიაროთ 3 დაბნელება, რომელსაც შეუძლია მოგიყვანოთ ახალი ოჯახის წევრის დაბადება, აგრეთვე საცხოვრებელი ადგილის ან სახლის ცვლილება, გაფართოვება და განახლება, რისი დროც ახლა დგება. თუ თქვენ გგონიათ, რომ არსებული სამსახური ვეღარ მოგიტანთ სიახლეებს და უკვე დიდი ხანია ერთი და იგივე პოზიციაზე ხართ, ამ პერიოდში წარმატებით შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ მიმართულება და თუნდაც, დასაქმდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, რაც საკმაოდ წარმატებით გამოგივათ.

 მშვილდოსანი:
ეს დაბნელება მნიშვნელოვანია და ცვლილებების მომტანი განსაკუთრებით პირველი დეკადის 23.11-30.11 მშვილდოსნებისთვის და გააქტიურებს თქვენს მე -III-ე ასტრო ველს. დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც არის თავისუფლების, მოძრაობის, თავისუფალი გამოვლინების, სიახლეების, ახალი კომუნიკაციების სივრცის, ექსპერიმენტების და ახალი ამბიციების სიმბოლო, მოგიტანთ ახალ გზებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რუტინისა და ყოველდღიურობის ცვლილებას, ახალ კომუნიკაციებს მეგობრების, კოლეგების ან უბრალოდ ნაცნობების წრეების გაფართოვებას. შეიცვლება თქვენი ინტერესები, რაც მოიზიდავს ახალ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში, ამ 2 წლის განმავლობაში შეძლებთ აქტიურად შექმნათ და განავითაროთ საკუთარი საქმე. იდეალური პერიოდია საკუთარი პროდუქციის რეკლამისა და განვითარებისთვის. მე -III-ე სახლი გულისხმობს კომუნიკაციებს, ხოლო მერწყული, სადაც ხდება ეს დაბნელება არის ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრესის სიმბოლო და კარგი იქნება თუ თქვენს პირად საქმიანობაში გამოიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს, მოახდენთ მის პოპულარიზაციას ინტერნეტის და სხვადასხვა სოციალური პლატფორმის დახმარებით ან გაივლით ახალ სასწავლო კურსს, თუნდაც ონლაინ, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.

 თხის რქა:

ეს დაბნელება დიდ გავლენას იქონიებს მესამე დეკადის 22.12-31.12 პერიოდში დაბადებულ თხის რქებზე და შეეხება თქვენს მე- II-ე ასტრო ველს, რომელიც რიგით პირველი დაბნელებაა თქვენს ფინანსურ სექტორში და რთავს თქვენი შემოსავლის ცლილებების გრძელვადიან პროგრამას, აგრეთვე ცვლის თქვენს თვითშეფასებას და აკორექტირებს ფინანსურ და ენერგეტიკული გასავლის  წყაროს. ეს საკმაოდ გრძელი და პოზიტიური პროგრამაა თქვენი ნიშნისთვის, რომელიც აქტიური იქნება 2028 წლის 26 იანვრამდე. ასეთ დროს ვაფასებთ არა მხოლოდ არსებულ მატერიალურ შემოსავალს და ქონებას, არამედ პირად პოტენციალს, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური და მენტალური კუთხით და ხშირ შემთხვევაში არ ვართ კმაყოფილნი არსებული სურათით, ამის მიზეზი კი არის მერწყულის ოპოზიციური ნიშანი ლომი, რომელიც გულისხმობს ამბიციურ, ქარიზმატულ, წარმატებულ და ყურადღების ცენტრში მყოფ ადამიანს, რომელიც ყველაფერს მარტივად აღწევს და თუ თქვენ მუშაობთ ასეთ ადამიანთან და ასრულებთ მის დავალებებს და სურვილებს, მაშინ აუცილებლად ყოველთვის იდგებით მის ჩრდილქვეშ. ამის შესაცვლელად კი აუცილებელია იპოვოთ საკუთარ თავში სიმამაცე და გაზარდოთ საკუთარი თავის ცნობადობა, აიღოთ ინიციატივა საკუთარ ხელში და შეკრათ გუნდი, რომელიც იმუშავებს თქვენი წარმატებისთვის. ამ დაბნელებების ციკლს შეუძლია მოგიტანოთ თქვენი შემოსავლების ოდენობის ან მისი მიღების გზების ცვლილება, ასევე შეამცირებს არარაციონალურ ხარჯებს.

 მერწყული:

ეს დაბნელება ხდება თქვენს პირად ნიშანში და გაყენებთ დიდი გამოწვევების წინაშე, თუმცა განსაკუთრებული გავლენას მოახდენს მესამე დეკადის, ანუ 31.01-09.02 პერიოდში დაბადებულ მერწყულებზე. ის გააქტიურებს თქვენს პირველ ასტრო ველს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რაც ხდება 18 წელიწადში ერთხელ.ჩრდილოეთის კარმული კვანძი, რომელიც აგვისტოში შევა თქვენს ნიშანში უკვე საგრძნობია მისი ენერგია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი განვითარებისთვის, საკუთარი გავლენების გაფართოვებისთვის, მიზნების და მიღწევების მასშტაბირებისთვის. თქვენს პირად ნიშანში უნდა გაიაროთ 4 დაბნელება, პირველი იქნება 2026 წლის 17 თებერვალს, მეორე 2027 წლის 6 თებერვალს, მესამე 2027 წლის 17  აგვისტოს და ბოლო 2028 წლის 26 იანვარს, ანუ სამყარო გაძლევთ 2 წელს საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. ამ პროცესის არსი მდგომარეობს მეტის მიღწევაში ვიდრე დღეს გაქვთ, ახალი როლის და იმიჯის პოვნაში. პირველი დაბნელება საკუთარ ნიშანში გაგიჩენთ დაუძლეველ სურვილს გასცდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. ხშირად დაბნელებას პირველ სახლში მოაქვს იმიჯის და გარეგნობის შეცვლის სურვილი, ასევე ჩნდება ამბიცია საკუთარი საქმის და შრომის შედეგად გაზარდოთ გავლენები და მასშტაბები, ანუ მეტ ხალხთან გქონდეთ საქმიანი კონტაქტები. ის მერწყულები ვინც ახლა არიან სამსახურის ძიებაში, უახლოეს მომავალში დასაქმდებიან ისეთ კომპანიაში, სადაც სავალდებულო იქნება მათი წარმომადგენლობის ფორმის ტარება და იმუშავებენ იქ 2027 წლის ივლისამდე, სანამ არ მოხდება დაბნელება მათ მე- XII-ე სექტორში. ასევე მნიშვნელოვანი ხდება პირადი ცხოვრება და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაიფილტროს და წარსულს ჩაბარდეს, რადგან თქვენ კონცენტრირებული იქნებით საქმეზე და საკუთარ თავზე. საერთო ჯამში, ეს დაბნელება დაგანახებთ, რომ საკუთარ თავს ბევრ რამეში ზღუდავდით და ახლა მოგეცემათ შანსი გააკეთოთ თავისუფლად ის არჩევანი რაც თქვენს მომავალს სჭირდება.

 თევზები:

ეს დაბნელება განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს პირველი დეკადის ანუ 19.02-28.02 -ში დაბადებულ თევზებზე და ხდება თქვენს მე -XII-ე ასტრო ველში, რაც გააქტიურებს წმენდის და კარმული ბალანსის აღდგენის პროგრამას, ანუ ჩამოგაცილებთ იმას, რაც აღარ გჭირდებათ მომავალში. მე – XII-ე სახლს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი და ის ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღარ გვეშინია დანაკარგების, თუმცა ადამიანურ ბუნებაშია თვისება მიეჯაჭვო იმას, რაც დროებითია ცხოვრებაში და გვეშინია დანაკარგების, რის გამოც სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ამ  სექტორის და დაბნელებების ეს სერია, მიმართულია გაააქტიუროს ეს ფარული პოტენციალი და დაგეხმარებათ გამოათავისუფლოთ სივრცე ახლისთვის და პერსპექტიულისთვის. ნუ შეგეშინდებათ ამ პროგრამის, რადგან ის რაც თქვენია, სიცოცხლისუნარიანია და აქვს მომავალი არ წავა თქვენი ცხოვრებიდან. ამ 2 წლის განმავლობაში შეძლებთ გაზარდოთ თქვენი საქმიანობის მიმართ ინტერესი, მოიზიდოთ მეტი ხალხი. ამ დაბნელებას შეუძლია მოგიტონოთ თქვენი მეორე ნახევრის ცხოვრების რიტმისა და სამსახურის ცვლილება, რაც თქვენს ცხოვრებაზეც აისახება. ასევე შესაძლებელია გააკეთოთ უძრავი ქონების, სახლის ან მიწის ნაკვეთის შენაძენიც“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close