საზოგადოება

,,120 ათასი ცაში გასტყორცნეს…” _ რა მოხდა კახეთში, წუხელ

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ კახეთის გუბერნატორმა თქვა (ტყუილს ხო არ იტყოდა) და ,,დელტამაც” დაუდასტურა,რომ  წუხელ, კახეთში 150 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ვისროლეთ, მაგრამ რაცაა ესაა, ჩვენ მამა ღმერთები კი არ ვართ, მთავარია, რომ წარღვნიდან გიხსენითო.
დამაინტერესა, 150 რაკეტის ღირებულებამ.
არ დავიზარე და ჩა-ვუღრმავდი. სადღაც ვნახე, ძველი ინფორმაცია კომპანია “დელტა“ 2 მილიონ ლარამდე ღირებულების 2700 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას შეიძენსო.
ისევ არ დავიზარე და 2 მილიონი ლარი 2700 რაკეტაზე გავყავი და 810 ლარი მივიღე.
მერე ისევ არ დავიზარე, ერთი რაკეტის ღირებულება 810 ლარი გუშინ ჰაერში გასროლილ 150 რაკეტაზე გავამრავლე და 122 ათას 255 ლარი მივიღე.
მერე ფიქრი არ დავიზარე : 122 ათას 255 ბევრია, თუ ცოტა? კაი, 255 ლარზე ნუ დავწრილმანდებით, და 122 ათასი ხო გავისროლეთ?! 2 ათასიც გრიგოლიჩის მხარეს იყოს და 120 ათასი ხო ნაღდია?!
მერე კი მეზარებოდა ნამეტანი, მაგრამ მაინც არ დავიზარე ჩა-ფიქრება და…. დაიცა, წუხელ ჰაერში 120 ათასი ლარი გავისროლეთ?!
ბოლოს, საკუთარი თავის დამშვიდება საერთოდ აღარ დავიზარე: კაი, კაცო, ეგეთები გვინახავს და გაგვიგია?! რა არის 120 ათასი ლარი ჩვენთვის?! გინდ გვქონია და გინდ _ არა, თან როცა მეორედ მოსვლა აგვაცილა ჩვენმა მოხერხებულმა, დარდიანმა ხელისუფლებამ.
ხოდა ეგრეეე! მეორედ არ დაიზაროთ თქვენმა გაზრდამ და 200 გაისროლეთ, სადაც 120, იქ 200 ათასი, იქნებ ერთი მაინც მოარტყათ

Related Articles

Back to top button
Close