ხმაურის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა

ხმაურის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა. პირველ აგვისტომდე მთავრობა ტექნიკურ რეგლამენტს მოამზადებს, რომელიც დეციბელების დასაშვებ ზღვარს დაადგენს.
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძის განმარტებით, დარღვევას ხმაურმზომით განსაზღვრავენ. დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი. პოლიციელთა გადამზადებაზე კი, პოლიციის აკადემია იზრუნებს.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი 28 ივნისს დაამტკიცა.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაზე – გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებაზე – 150-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირის შემთხვევაში – 500-ლარიანი.



![Photo of “გვაქვს სამწუხარო ინფორმაცია, 4 წლის ალექსანდრე ჯიხაძეს უსახსრობის გამო ოპერაცია ვერ გაუკეთდება” [ვიდეო]](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/23634850_1662277607136435_1535904507_n-e1510655632872.jpg)