სხვა

„ჩემი მამაკაცისგან უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი“

დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის ურთიერთობა სკანდალურად გრძელდება

ფოტომოდელ ალექსანდრა პაიჭაძის განცხადებას, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ,  შვილებთან ერთად სახლიდან გააგდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერის შეტყობინებაზე – „ძალიან კარგი ქენი, ყველას დაუმტკიცე, რომ ფულის გამო არ იყავი მასთან და გიყვარდა“, მას ასეთი პასუხი გასცა:

.

„არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან… თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდით ნამდვილი მეგობრები… სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის, ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები… ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი… როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე… სუფთა ვარ ძალიან“.

მანამდე ლაურა ღაჭავამ „პრაიმტაიმთან“ კომენტარი გააკეთა:

„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა… ალბათ დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე მე მაბრალებს…“.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close