შორენა ბეგაშვილი ადამიანების შურზე
„იწყებენ შენს სიძულვილს, როგორც კი ბედნიერი ხდები“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი

მსახიობ შორენა ბეგაშვილს ცოტა ხნის წინ საყვარელმა მამაკაცმა ხელი სთხოვა და ძვირფასი საჩუქრები მიიღო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ მან ადამიანებისგან შური იგრძნო. ამის შესახებ პოსტიც დაწერა:
.
„ახლა ვკითხულობდი კომენტარებს და მინდა, გითხრათ უდიდესი მადლობა, ვინც მომილოცეთ, ვისაც გაგიხარდათ, ვინც მგულშემატკივრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში. პოსტს აქვს 4 მილიონი ნახვა, 45 000-ზე მეტი გადაგზავნა… არ ვიცი, გაუგებარი ამბავია. პატარა ტელევიზია მაქვს ჩემს ინსტაგრამში. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც გაუხარდათ კი არა, არ ვიცი, ვენები გადაიხსნეს. მე მესმის თქვენი… მესმის, მაგრამ ძალიან მეზარება ამ ამბავზე რაიმეს თქმა.. გკოცნით!“ .
ამჯერად შორენა ფსიქოლოგ ილია ნიკაჭაძის მონოლოგი გამოაქვეყნა, სადაც ის შურზე საუბრობს:
„ადამიანები გისურვებენ ბედნიერებას, მაგრამ იწყებენ შენს სიძულვილს, როგორც კი ბედნიერი ხდები. ეს არის ძალიან სევდიანი რეალობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური. როცა შენ ბედნიერი ხდები, შენი ბედნიერება არის ფანარი, რომელიც მათ უბედურებას თვალსაჩინოს ხდის. ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ცუდად ყოფნას, სანამ გვერდზე მას არ დაუყენებ კარგად მყოფ ადამიანს.
ერთი ძალიან მაგარი ისტორიაა: შერლოკ ჰოლმსი ეუბნება ვატსონს – მე ძალიან მიყვარს შენთან ერთად სეირნობაო. ვატსონს გაუხარდება, კომპლიმენტად მიიღებს და როდესაც ჩაეძიება: „რატომ გიყვარს ჩემთან ერთად სეირნობაო?“, შერლოკი თავისი ბასრი, შავი იუმორით პასუხობს: „იმიტომ, რომ შენ გვერდით უფრო მაღალი ვჩანვარ“.




