სამართალი და კრიმინალი

შემზარავი ტრაგედიის დეტალები

„ძმა სიცივეში გაიყინა, მის საძებნელად წასული და წყალში გადავარდა და დაიღუპა"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები სახლის მიმდებარედ იპოვეს და და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

.

„ტარო გავიდა 8 საათზე მეზობელთან, ვერ მივიდა მეზობლის სახლამდე, გზაზე წაიქცა. ზოგადად ტაროს ხშირად უკავდებოდა ხელ-ფეხი, ალბათ ახლაც ეგ დაემართა, დაეცა და ადგომა ვერ შეძლო. გაიყინა სიცივეში. დილის 9-მდე იქ იმყოფებოდა, დამ ვერ იპოვა, რადგან სულ სხვა ადგილას ეძება, სადაც ძმის ტლეფონი იყო – იქ. დარია ტელეფონით რეკავდა ოჯახის წევრებთან, ღამის 12 საათამდე ეძება. ტელეფონის ფანრით ათვალიერებდა გარემოს, ამ დროს გადავარდა შემთხვევით წყალში. იქ დაიღუპა”, – უყვებიან ახლობლები ამბები.ჯი-ის.

„დი­ლით მე­ზობ­ლის ბავ­შვმა ნახა ეზოს ჭიშ­კარ­თან ტა­რი­ე­ლი გა­ყი­ნუ­ლი. ამის მერე დის ძებ­ნა და­ი­წყეს და ნა­ხეს სახ­ლთან ახ­ლოს, პა­ტა­რა ნა­კა­დულ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, სიბ­ნე­ლე­ში როცა ძმას ეძებ­და, ამ დროს ჩა­ვარ­და ნა­კა­დულ­ში, მაგ­რამ ეტყო­ბა და­შავ­და და ამოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. ასე­თი მწა­რე რე­ა­ლო­ბაა. არც და იყო გა­თხო­ვი­ლი და არც ძმა იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და ორი­ვე და­ღუ­პუ­ლია. სახ­ლის ერთ მხა­რეს ძმა არის ნა­პოვ­ნი, და სახ­ლის მე­ო­რე მხა­რეს პა­ტა­რა ნა­კა­დულ­ში და იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ძმა ცენ­ტრა­ლუ­რი ეზოს შე­სას­ვლელ­თან ნა­ხეს და­ღუ­პუ­ლი”, – ამ­ბობს ამბები.ჯი-სთან ნა­თე­სა­ვი.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close