
მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი სიცოცხლისთვის იბრძვის. მისი ჯანმრთელობის შესახებ მამუკა ჩარკვიანის და, თაკო ჩარკვიანი ამბები.ჯი-სთან საუბრობს:
.
– მამუკა არ არის კარგად, ვიბრძვით, ექიმებიც და ყველა, თავად უნდა მოგვეხმაროს ორგანიზმი. დიდი ხანია უკვე ამ მდგომარეობაშია. პალატაში გადავიყვანეთ და შემდეგ ისევ რეანიმაციაში დააბრუნეს. ძალიან კარგი გუნდია ექიმების, ყველაფერს აკეთებენ. ღმერთის იმედად ვართ და ექიმების..
ორი წლის წინ გართულდა, ფილტვის ემბოლია დაემართა. იქამდე რამდენიმეჯერ პნევმონიით მოხვდა კლინიკაში… 15 წლის წინ ავსტრიაში ოპერაცია გაუკეთეს ძვალში შესულ ინფექციაზე. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მამუკას თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ ამ ამბავს სხვებიც ჩივიან და ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია. მდგომარეობა გართულდა, დაიწყო სეფსისი და ფაქტობრივად მომაკვდავი წავიყვანეთ ავსტრიაში. ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. იმის შემდეგ ეტლში იჯდა. ბოლო დროს ვირუსი შეხვდა, კოვიდმაც დაასუსტა და ეტლში ვეღარ ჩაჯდა, ლოგინად იყო.
ამბები.ჯი