
მოდელი და ქალის მოვლის საშუალებების, „თამო სკინის“ ხელმძღვანელი, თამო ვაშალომიძე, ცოტა ხნის წინ ქმარს გაშორდა. მან ჯერ ის სახლი დატოვდა, სადაც ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ კი მანქანაც დათმო, რომლითაც დადიოდა. ახლახან მან გაშორებაზე ისაუბრა:
.
-ჩემი ცხოვრება შემდეგნაირად წარმომედგინა, რომ მეყოლებოდა კიდევ ერთი შვილი, სიბერეში ვისხდებოდით ბუხართან, გვექნებოდა ქორწილი, კაბაც შერჩეული მქონდა. ეს ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, რაღაც მოხდა, რაღაცებში ვერ გავუგეთ. ჯერ გათხოვება გამიჭირდა და მიკვირს, ეს ხალხი როგორ ქორწინდება და შორდება, ჩემთვის ერთხელ დაოჯახებაც რთული იყო, იმიტომ, რომ მე ძალიან რთულად ვიღებ ადამიანებს.
ყველა მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გულთან რომ მოვიდეს და კარები გავუღო, ძალიან რთულია. მიჭირს ჩემს სამყაროში შემოვუშვა. რთულად გადავიტანე დაშორება, მაგრამ ძალიან დამეხმარა ღონისძიებები, ყველა ჩვენება, კინოში გადაღება, მეგობრები, მაქსიმალურად დავიტვირთე თავი და მიხარია, რომ გამოვდივარ და ვსუნთქავ თავისუფლად, ეს ყველაფერი ჩემით შევძელი.
ფსიქოლოგთან არ მივსულვარ, განა იმიტომ, რომ საჭირო არ არის, მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, როგორ გადავლახავდი ამას” – ამბობს თამო ვაშალომიძე.
წამყვანებმა მას კითხვა მისი ბრენდისა და მისი წართმევის მუქარების შესახებაც დაუსვეს:
– ბრენდის წართმევის შესახებ მუქარის მიზეზი განქორწინება იყო?
– კი, შეიძლება, მაგრამ მე ხომ უშიშარი გოგო ვარ, მუქარები არ ჭრის ჩემთან, ეს ბრენდი მე მეკუთვნის.
„პოდკასტი Eclectic’ა”




