ქართველი მილიონერის დაბადების დღე
2000-ევროიანი კაბა, ოქროსფერი მთვარე და ოქროსფერი ტორტი - ქეთი ჟღენტის ოქროსფერი საღამოს დეტალები

28 ივლისს, თბილისში, სასტუმრო “ამბასადორის“ ტერასა ოქროსფერ სამყაროდ გადაიქცა. მილიონერ ქებურიების რძალმა,ქეთი ჟღენტმა, 28 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა, სადაც უამრავი მეგობარი შეიკრიბა.
.
ქებურიების ოჯახის დღესასწაულებზე ქართველი შოუბიზნესისა და ვარსკვლავების ნახვა იშვიათობაა. ამას შესაძლოა არაერთი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის ის ჭორებიც, რაც წლების წინ წყვილის ქორწინებას მოჰყვა. ამბობდნენ, რომ თოშა ქებურიას სიძობაზე არაერთი ცნობილი ქართული ოჯახი ოცნებობდა, მასზე შეყვარებული იყვნენ შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც. თუმცა ქებურიების ვაჟმა არჩევანი თავისზე ასაკით ბევრად უმცროს მოდელზე, ქეთი ჟღენტზე გააკეთა.
.
იუბილარმა ოქროს დაბადების დღეზე არჩევანი უმშვენიერეს კაბაზე შეაჩერა – “Phoenix Dress – Gold“ ბრიტანელი მოდის ექსპერტისა და ბუტიკების მფლობელის, ანი დობლის ბრენდის დიზაინითაა შექმნილი.
კაბა უძველესი ეგვიპტური კულტურითაა შთაგონებული. მასზე დატანილია ოქროსფერი ელემენტები – მზისა და მთვარის სიმბოლოები ხელნაკეთი მძივებითა და გრავირებით.
კაბის ღირებულება დაახლოებით 1950 ევროს შეადგენს. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პოპ-ვარსკვლავებსა და მოდელებს შორის. მაგალითად, რიტა ორამ ის Mac Cosmetics-ის ღონისძიებაზე ჩაიცვა იბიცაზე, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მისი უნივერსალური სტრუქტურითა და ხელნაკეთი დეკორით. Annie’s Ibiza-ს დიზაინით შეექმნილი სამოსი მსოფლიო მასშტაბით ცნობილია და მათ ტეილორ სვიფტი, ზენდაია, ლილა მოსი და სხვა ვარსკვლავებიც იცვამენ.
ოქროსფერი მთვარე – ჯადოსნური დეკორაცია ტერასაზე
ქეთი ჟღენტის დაბადების დღის კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი იყო სასტუმრო “ამბასადორის“ ტერასაზე განთავსებული მასშტაბური ოქროსფერი ნახევარმთვარის დეკორაცია. ეს თვალისმომჭრელი ინსტალაცია არა მხოლოდ საოცარ ფოტო-ფონს ქმნიდა, არამედ ღონისძიების მთავარ თემას – ოქროს დაბადების დღეს იდეალურად ერწყმოდა.
ქეთი ჟღენტის დაბადების დღის სიმბოლური ნაწილი გახდა სამსართულიანი, მთლიანად ოქროსფერ ტონებში გაფორმებული ტორტი. წითელი კენკრითა და ელეგანტური დეტალებით მორთული ტორტი საღამოს გლამურსა და ქეთის დახვეწილ სტილს ასახავდა.
ამბები.ჯი