
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაუსაძლისი თავის ტკივილების მიზეზი აღმოაჩინა:
.
„2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი. ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი.. არც შაკიკი.. არც მიგრენა… ექიმებმა დაძაბულობის გამოაო.. 24/7-ზე მტკიოდა თავი!
შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი: დავკარგე აიქოსის აპარატი, ახალი არ მიყიდია და რამდენიმე დღე დავანებე თავი აიქოსის მოწევას… უეცრად თავის ტკივილები გაქრა… და მივხვდი, რომ მენთოლიანი აიქოსის ყოველდღე მოწევა მტანჯავდა 2-3 წელი! ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი! ა მ ო ვ ი ს უ ნ თ ქ ე!!!”.
…
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ტრადიციული სიგარეტის პოპულარობა მთელ მსოფლიოში კლებულობს. მცირდება სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი, რომელთა ჩანაცვლებასაც ინდუსტრია ახალი მომხმარებლებით ცდილობს – ეს ახალი მომხმარებელი კი ახალგაზრდობაა, რომლებსაც სწორედ ელექტრონული პროდუქტებით იზიდავს, რომლებიც მოსაწევად კომფორტულია, არ აქვს სუნი და ინდუსტრია მათ ისე „ასაღებს“, როგორც სიგარეტთან შედარებით, ნაკლებად მავნეს.
სინამდვილეში მატულობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნიკოტინის შემცველი ელექტრონული პროდუქტები ისეთივე მავნებელია, როგორიც ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება. ბევრი დამოუკიდებელი კვლევა მიუთითებს, რომ ისინი ფილტვის სხვადასხვაგვარ დაზიანებას და დამოკიდებულებას იწვევენ. ერთგვარი კარიბჭის როლს ასრულებენ, რომლის შემდეგ ადამიანები მარტივად გადადიან სიგარეტის გამოყენებაზე.
მშობლები.ჯი




