სხვა

„სუ­რო­გა­ცი­ით შეგ­ვე­ძი­ნა, ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან“

თამუნა ამონაშვილი და რეზიკო არჩვაძე 16-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპების მშობლები გახდნენ

16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ მუსიკალურ  პროდიუსერ რეზიკო არჩვაძესა და მომღერალ თამუნა ამონაშვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარებს იონა და მელანია დაარქვეს და უკვე სამი თვის არიან.

.

რეზიკო არჩვაძე ამბები.ჯი-ისთან ამბობს, რომ შვილებისთვის ბრძოლის გზა იმდენად რთული და ფინანსურად დატვირთული იყო, რომ ოჯახი უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა. იყო მომენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად სახლის გაყიდვაზეც კი ფიქრობდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ღვთის ნებით და ბედნიერებით დაგვირგვინდა. რეზიკო არჩვაძე ემოციურად საუბრობს იმ განცდებზე, რაც მშობლობას ახლავს თან და განვლილ რთულ გზას იხსენებს:

– ბავშვები 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვისები არიან. უბრალოდ, ამის აფიშირება არ გვინდოდა ჯერ, ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ნანატრი შვილების შეძენა. ამდენი წელი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ამისთვის გვებრძოლა და გვემკურნალა. ძალიან ბევრი განვლილი წელი გვაქვს უკან, რომელშიც ჩადებულია დიდი შრომა. ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი, შეიძლება ისე დასრულებულიყო, არც მომხდარიყო.
იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, ხანდახან ვერც ვარჩევ ერთმანეთისგან. ბიჭს ბიბლიური სახელი შევურჩიე – იონა, მაცხოვარიც ახსენებს აღთქმაში და გოგონას – მელანია, ასევე წმინდანის სახელი.

– ჩართული ხართ ბავშვების მოვლაში?

– რა თქმა უნდა, დამხმარეს გარეშე ვზრდით მე და თამუნა.ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. ეს პერიოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კონტაქტისთვის მშობლებთან, გვინდა, რომ ჩვენს სითბოში და სიყვარულში იყვნენ. თამუნას კონცერტი ან ჩაწერა თუ აქვს, მოდიან მეგობრები და გვეხმარებიან. თამუნა ძალიან შეცვალა დედობამ.

ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე არი­ან ბავ­შვე­ბი და ორი თვე სა­ო­ცარ რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვით. ორი სა­ა­თი გვე­ძი­ნა დღე­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ ამი­სი ძალა და ენერ­გია მოგ­ვცა.

– რე­ზი­კო, წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დით სა­ცხოვ­რებ­ლად…

– დიახ, უკვე დიდი ხა­ნია აქ ვართ. ზუს­ტად ამის გამო ვი­ყა­ვით სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რომ გვემ­კურ­ნა­ლა. იონა და მე­ლა­ნია ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან, სუ­რო­გა­ცი­ით შეგ­ვე­ძი­ნა.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close