სამართალი და კრიმინალი

„გვჯე­რა, ამ ნა­წილ­ში ბექა ჯაიანი გა­მარ­თლდე­ბა“

„ამ 28 ჭრი­ლო­ბი­დან სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მხო­ლოდ 4 ჭრი­ლო­ბა იყო, და­ნარ­ჩე­ნი მსუ­ბუ­ქი ხა­სი­ა­თის იყო“ - რას აცხადებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობას აღიარებს, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკით ჩადენას არ ეთანხმება. 28 ჭრი­ლო­ბი­დან სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მხო­ლოდ 4 ჭრი­ლო­ბა იყო, და­ნარ­ჩე­ნი მსუ­ბუ­ქი ხა­სი­ა­თის იყო, – აცხადებს ადვოკატი.

.

-დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­და­ვოდ გავ­ხა­დეთ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ნა­წი­ლი, გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გვაქვს, რად­გან ბრალ­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას და გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს. ასე­ვე არ აღი­ა­რებს სის­ტე­მა­ტურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ძა­ლა­დო­ბას.

ჩვენ უდა­ვოდ გავ­ხა­დეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რად­გან ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ვერ ადას­ტუ­რებს ამ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ბრალ­დე­ბას, რა­საც ჩვენ ვდა­ვობთ. სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე დას­კვნი­თი სი­ტყვის დროს შე­ვა­ჯა­მებთ ყვე­ლა­ფერს, გვჯე­რა, რომ ამ ნა­წილ­ში ბექა ჯა­ი­ა­ნი გა­მარ­თლდე­ბა. იგი თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და ნა­ნობს…

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და ჭრი­ლო­ბე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას არ ნიშ­ნავს. ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის სა­კი­თხი. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი ვერ და­ად­გენს, მკვლე­ლო­ბა სი­სას­ტი­კით მოხ­და თუ არა, ეს იუ­რი­დი­უ­ლი შე­ფა­სე­ბის სა­კი­თხია და ამას სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლო აფა­სებს.

გა­აჩ­ნია, ჭრი­ლო­ბა რო­დის არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­მა გა­მო­იწ­ვია სიკ­ვდი­ლი. ამ 28 ჭრი­ლო­ბი­დან სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მხო­ლოდ 4 ჭრი­ლო­ბა იყო, და­ნარ­ჩე­ნი მსუ­ბუ­ქი ხა­სი­ა­თის იყო. ექ­სპერ­ტი პა­ტა­რა ნა­კაწრსაც და­ზი­ა­ნე­ბად აღ­ნიშ­ნავს, ამი­ტომ ეს არ უნდა გა­ვი­გოთ, რომ ეს ჭრი­ლო­ბე­ბი იმის­თვის იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ ის ტან­ჯვით მო­ეკ­ლა, ასე­თი გან­ზრახ­ვა ბექა ჯა­ი­ანს არ ჰქო­ნია. სის­ტე­მა­ტურ ძა­ლა­დო­ბას პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­გორ და­ა­დას­ტუ­რებს ბრალ­დე­ბის მხა­რე ამას, როცა პირი გარ­დაც­ვლი­ლია,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, რო­გორც მდი­ნა­რა­ძე გან­მარ­ტავს, ჯა­ი­ანს „შან­ტა­ჟის შე­ე­შინ­და”.

-მო­ტი­ვი ის იყო, რომ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მხრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, მუ­ქა­რე­ბი და შან­ტა­ჟე­ბი, ასე­ვე დამ­ცი­რე­ბა, რაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ. კი­თხვა­ზე, ამის გამო უნდა მო­ეკ­ლა? ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ჯა­ი­ანს შე­ე­შინ­და.

-შან­ტა­ჟის შე­ე­შინ­და, რო­გორც პი­რა­დად მისი, ასე­ვე მშობ­ლე­ბის მი­მართ იყო შან­ტა­ჟი, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლია. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს დას­კვნი­თი სი­ტყვის დროს შე­ვა­ჯა­მებ, – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close