საინტერესო

,,სასულიერო პირები, უმეტესად შრომისაგან, ისეთი დაშაშრული ხელებით დადიან…”

,,ამ დილას ერთ ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს ედო მეუფეების სურათები ჯიპებით და არ მომეწონა. 10 წელია მე ვმუშაობ საპატრიარქოში და ჩემზე უკეთესად არ იცის ადამიანმა ამ დაწესებულების ავი და კარგი. იქ ისეთი ბრძოლებია, საერო პირებს არც კი დაგესიზმრებათ…მაგრამ ყველა ერთად ვუმკლავდებით… კომფორტული მანქანა ყველას გვჭირდება, ზოგს გვაქვს, ზოგს-არა … მით უმეტეს… ნაჩუქარი…ვერ უარვყოფ, რომ პრობლემები არ არსებობს, ფაქტი სახეზეა, მაგრამ რამდენი მეუფე თუ მამაო ვიცი, ეს ძვირადღირებული ჯიპები რომ გაყიდა და ამ ფულით სკოლები გახსნა, გაჭირვებულებს დაურიგა… და თავად პრობლემები შეიქმნა…
სასულიერო პირები უმეტესად შრომისაგან ისეთი დაშაშრული ხელებით დადიან და იმდენი პრობლემა აქვთ, მართლა სჭირდებათ ნებისმიერი ჩვენთაგანის დახმარება!
სწორედ ამ წმინდა მამების ლოცვით დგას დღეს საქართველო!
ასე იყო, არის და იქნება!
არ ვამბობ, რომ პრობლემები არ არსებობს… არსებობს და თანაც სერიოზული, მაგრამ… თავად მართლამდიდებლობის ინსტიტუცია მთლიანად საღია და სწორედ ისაა საქართველოს ხერხემალი!
მას გაფრთხილება უნდა!
ღმერთი შეგეწიოთ ყველა კეთილ საქმეში!” _ წერს ბელა სონღულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს. 

.

.

.

.

 

Related Articles

Back to top button
Close