ასლან აბაშიძეს დემენცია აწუხებს
„აქედან წასვლის შემდეგ ბიჭი შეეძინა, რომელიც ახლა 10 წლის არის“ - რას ყვება ოჯახის ახლობელი

ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის გარდაცვალების თაობაზე. აბაშიძის ოჯახის ახლობელი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბები.ჯი-ის უყვება:
.
– ძალიან ახლოს ვარ ასლან აბაშიძის დასთან, ნარგიზ აბაშიძესთან, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჩემი ინფორმაციით, ბატონი ასლანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ ბოლო დროს ცოტა დემენცია აწუხებს. ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ჩავარდნილი იყოს, ხანდახან მაღალი წნევებიც აწუხებს. 87 წლის არის და აბა რა იქნება.
– შვილი შეეძინა საქართველოდან წასვლის შემდეგ?
-დიახ, აქედან წასვლის შემდეგ ბიჭი შეეძინა, ალექსანდრე აბაშიძე, რომელიც ახლა 10 წლის არის. როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, უამრავმა ადამიანმა დამირეკა. მისი ოჯახის ახლობლებს გადავურეკე და არ დადასტურდა. შემდეგ მეორე დღეს ისევ გავრცელდა და ისევ გადავრეკე და ასევე არ დადასტურდა. არ ვიცი, ვინ ერთობა ამით. ალბათ საიტის რეკლამა უნდოდათ და დაწერეს.
– მეორე მეუღლე უვლის ხომ ალბათ?
– დიახ, მხოლოდ ის, მეუღლე და შვილი ცხოვრობენ სახლში და დრო და დროს რძალი, გიორგი აბაშიძის მეუღლე, სალომე ბაჯელიძე სტუმრობს.
ამბები.ჯი




