პოლიტიკა

,,სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, აკრძალეთ ფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ გაიხსნება ახალგორის გზა დანარჩენ საქართველოსკენ”

ლეიბორისტები ოკუპირებულ ახალგორში არსებული ჰუმანიტარული პრობელემების გასაპროტესტებლად სოფ. ოძისთან ჩავიდნენ. შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, სასწრაფოდ გამოყონ კომისია და შეისწავლონ არსებული ჰუმანიტარული ვითარება, ხოლო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას _ აკრაძალონ საერთაშორის ფრენები ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერი სივრცეში, ახალგორის გზის გახსნამდე.

შალვა ნათელაშვილი:

_ მეხუთე თვე დაიწყო, პრეზიდენტმა პუტინმა მძევლად აიყვანა ეროვნული, ქართული ნიშნის მოსახლეობა ახალგორის რაიონსა და მთელი ქსნის ხეობის ზოლზე და სანამ ჩვენი ბედნიერი მთავრობა საახალწლო განცხრომაშია, ადამიანები იქ ფიზიკური გაგებით, იხოცებიან. უკვე ათია გარდაცვლილი, იმიტომ, რომ ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. ონკო-პაციენტები დარჩენილები არიან ქიმიურ თერაპიული პროცედურების გარეშე, პენსიონერები ვერ იღებენ პენსიას, მოსახლეობას არ აქვს შეშა, არ არის პროდუქტები და ყველაფერ ამაზე ჩვენი ხელისუფლება ისე დუმს, თითქოს საქმე ეანტრაქტიდაზე, რაღაც სხვა სახეობათა პრობლემას ხეხბოდეს. აქედან, რუსული სამხედრო ბაზის არეალიდან მოვუწოდებ ევროპის კავშირს, რომელსაც ხელშეკრულებებით ეკისრება პასუხისმგებლობლობა აქ შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე! სასაწრაფოდ გამოყავით კომისია, სანამ ხალხი ფიზიკურად გაწყვეტილა და ადგილზე ჩამოსვლით შეისწავლით ვითარება აქ _ ოძისში, ცხინვალსა და მოსკოვში.

მოვუწოდებ სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მონრეალში! აკრძალეთ ფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ გაიხსნება ახალგორის გზა დანარჩენ საქართველოსკენ. და რა თქმა უნდა, მთაში და ქსნის ხეობაზეც ახალი წელი ყოველთვის ზეიმით აღინიშნებოდა ძველზე, დღევანდელ დღეს და მინდა ვუსურვი ჩემს ხალხს ახალგორში, ცხინვალის რეგიონში, ზნაურში, ოქონში, ჯავაში ძალიან მალე დამთავრებულიყოს ეს ოკუპაცია და მომავალ ახალ წელს ჩვენს შევხვერდროდეთ ერთად, გამთლიანებულ გაერთიანებულ საქართველოში და იმედი მაქვს ეს დღე მალე დადგებაა. სწორედ დღეს განაცხადა ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთმა მინისტრმ,ა რომ ძალიან მალე დაინიშნება ვლადიკავკაზი _ თბილისის საჰაერო რეისი. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს ვლადიკავკაზში, ისე როგორც ბესლანში, ჩემო მეგობრებო, როდესაც დავინახავთ რომ თქვენ ადამიანურად იქცევით, თქვენს ოკუპანტებს პირდაპირ ეუბნებით სათქმელს, საქართველოს ტერიტორიაზე არ გიჭირავთ თვალი და ქართულ მიწაზე გავლას არ გვიშლით, მერე დაინიშნება ვკლადიკავაზი _ თბილისის ავიარესიც და მერე გაიხსნება ჩვენი ურთიერთობის გზებიც. უმძიმესი ვითარებაა. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებისგან სრული სიმშვიდეა. ერთი განცხადება არ გაუგზავნიათ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოსაწვევად, ერთი საჩივარი არ შეუტანიათ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. თუ ჰიტლერმა მოაწყო ოსვენციმში, ადამიანთა სახოცი საკონცენტრაციო ბანაკი და გაზის კამერებში წვავადა ადამიანებს, პუტინმა აქ მოაწყო ოსვენციმი. მეტი რა ასაფუძველი უნდა ჰქონდეს ამ ჩვენი ვაი-მთავრობას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს და მსოფლიო დააყენოს ფეხზე?! სწორედ ამიტომ, რაც მალე მივიცილებთ ამ სამარცხვინო რეჟიმს, მით მალე დავიწყებთ დეოკუპაციას და ამლე დავბრუნდებით იქ, რაც ჩვენია. ეს უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ და იცოდნენ პირველ რიგში კრემლში, რომელმაც ეს საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო. საკონცენტარციო ბანაკის მომწყობებს ყოველთვის ნიურნბერგის ტრიბუნალი ელოდებათ.

Related Articles

Back to top button
Close