სხვა
სალომე ბაკურაძის პირველი გამოჩენა ტრაგედიის მერე
„თქვენი მხარდაჭერის, გამხნევების დიდი იმედი მაქვს. ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ“

მომღერალი სალომე ბაკურაძე მეუღლის, ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ რადიო-ეთერში დაბრუნდა, სადაც საკუთარი მუსიკალური გადაცემა მიჰყავს. ამ ტრაგედიის შემდეგ თავის მაყურებელს ასეთი სიტყვებით მიესალმა:
.
– „არტისტული ოთხშაბათი“ სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო… უფრო ვიტყოდი, გრძელდება, როგორც გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება.
ასე რომ, სანამ ცოცხლები ვართ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია, ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავუკეთოთ, მეტი სიკეთის მომტანები და სასარგებლოები ვიყოთ ერთმანეთისთვის, ამიტომ მე თქვენი მხარდაჭერის, გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ, მეტი არტისტული ინფორმაცია მოგაწოდოთ.




