სხვა
რისი გახსენება არ სურს ნინო სუხიშვილს
„ძალიან ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან“

ანსამბლ „სუხიშვილების ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მან გამონაკლისი ეკა ჩხეიძის გადაცემაში დაუშვა და პირველ ქორწინებაზე ისაუბრა.
.
-გყავთ ან გყოლიათ ისეთი ადამიანი, რომ გეფიქრათ: ნეტა, არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ნეტა არ გამეცნოო?
-კი არის, ჩემი პირველი მეუღლე. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პერიოდით, რომ მე თვითონ დავიწყებული მაქვს. ძალიან ადრე იყო, “სხვა ცხოვრებაში“ და ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ თითქოს ეს სხვისი ცხოვრება იყო. თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი და ჩემს თავს არ ხდებოდა. აღარც მინდა გახსენება. ძალიან ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან, – ასე უპასუხა კითხვას ნინო სუხიშვილმა.
ნინო სუხიშვილის მეორე მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად, 2023 წელს გარდაიცვალა. ის მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
მარაო.ჯი