სხვა

პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

„ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ძლიერი სისხლდენით დღეს დილით კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.
.
„მედპერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო, ადამიანური რესურსი არის ჩართული ამ განკურნების სასწაულებრივი გამოსწორების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს/ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დიახ, იქ იყო მინისტრიც და აქამდე თუ იყო საეჭვო მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ მათ ეს თვითონვე განაცხადეს, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ“, – განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close