საინტერესო

„მთავარი კითხვაა, როდის დავიწყე მატება“

ანუკი ცქვიტინიძემ ოპერაციით 32 კილო დაიკლო - „ქმარი მეუბნება, ყოველდღე ახალი ადამიანი იღვიძებს ჩემ გვერდზეო“

მუსიკოსმა ანუკი ცქვიტინიძემ წონასთან ბრძოლა ოპერაციით გადაწყვიტა. შედეგიც უკვე აქვს. ბარიატრიული ოპერაციით 32 კილოგრამი უკან მოიტოვა. როგორც თავად ყვება, მისი ქმარი, მუსიკოსი გელა დონაძე მისი ჯანმრთელობის გამო ძალიან ნერვიულობდა, ახლა კი შედეგი მასაც ძალიან მოსწონს.

.

„მთავარი კითხვაა ის, როდის დავიწყე მატება. ორივე შვილი მყავდა გაჩენილი და წონის პრობლემას ნამდვილად არ ვუჩიოდი. დაიწყო პანდემია, ყველაფერი გამოიწვია ჩაკეტილობამ, სტრესმა, ფინანსურმა შეზღუდვამ, მთელ ოჯახს შეგვექმნა პრინციპში პრობლემა, განსაკუთრებით – მე.ძალიან შესამჩნევი იყო, როცა ჩანაწერებს ვუყურებდი, ვიზუალურად ძალიან მეტყობოდა. ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ამ წონას.

ოპერაციიდან მერვე თვე გავიდა და დავიკელი 32 კილო. სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს 32 კილო როგორ მოვიმატე. ეს ფიქრი უფრო მაწუხებს, რა მომენტში ვერ გავაჩერე წონის მატება. ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე კილოს დაკლების დიდი სურვილი. ერთი წელი მინიმუმ კლების პროცესია. იმედი მაქვს, რამდენიმე კილოგრამს კიდევ დავიკლებ, მერე კი უკვე შედეგს შევინარჩუნებ.

გელა ამბობს, ყოველდღე ახალი ადამიანი იღვიძებს ჩემ გვერდზეო. მისთვისაც არის დიდი მოტივაცია. წონის კლება არ არის მარტივი ამბავი. უფრო გრძელვადიანია და შრომატევადი დიეტებით. ნამდვილად ცდილობს და იმედია, რომ თავადაც მოერევა წონას…“, – ყვება ანუკი ცქვიტინიძე რადიო „ფორტუნასთან“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close