საზოგადოება

,,ლაგოდეხის მერზე ცუდს არაფერს მოვისმენ, კაცი ყოფილა კაცური”

აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი:

_ ნახეთ, აუ, ნახეთ, რამდენია…
5 ტონამდე ტანსაცმელი და ნივთები შეგროვდა ერთ დღეში, მთლიანად ჩამოვიტანეთ ლაგოდეხში და რაიონში ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს შეხვდება თქვენი გაგზავნილი ტანსაცმელი და ნივთები, რამდენი ბავშვი, მოხუცი და ავადმყოფი გაიხარებს. ხვალიდან ამ ყველაფრის დარიგებაში ლაგოდეხის გამგეობა დაგვეხმარება, რომ სწორედ იმან მიიღოს ნივთები, ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდება.
აი, უამრავი მადლობა თქვენ, არ იცით რამხელა რამე გაუკეთეთ ადამიანებს, ერთი თბილი ქუდიც კი დიდ რამეს ნიშნავს ბევრისთვის. ლაგოდეხის მერზე ცუდს არაფერს მოვისმენ, კაცი ყოფილა კაცური! თვითონ მოგვეხმარა ყველაფერში.
მთელ კახეთში მარტო გურჯაანი დაგვრჩა სადაც არ ჩაგვიტანია და შემდეგ მოგროვებაზე ჩავიტანთ. ვეცდები, მალე მოვაგვაროთ ეს ამბავი.  სულ სულ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ #სიკეთეგადამდებია.

Related Articles

Back to top button
Close