
„წიწილა ისრიმ-მაყვალში – სასწაულად გემრიელია… ისეთი გამოდის, თითებს ჩაიკვნეტთ“, – წერს ფეისბუქგვერდი Gurascoking, რომლის რეცეპტსაც გემრიელია.ჯი აქვეყნებს.
.
ინგრედიენტები:
მაყვალი – 500 გ
მკვახე ყურძენი – 150 გ
ნიორი – 4 კბილი
ქინძი – 50 გ
პიტნა – 20 გ
შაქარი – 2 ჩკ
მარილი
წყალი – 150 მლ
ქათამი – 1 ცალი, საშუალო ზომის
მომზადება:
ქათამს მოვაყაროთ მარილი და დავბრაწოთ ორივე მხრიდან, ყველა ინგრედიენტი ერთად დავაბლენდეროთ და შემდეგ გავცრათ, რომ ზედმეტი წიპწები მოშორდეს. მოვასხათ შებრაწულ ქათამს და მივირთვათ გემრიელად.