სხვა

„თქმა მეშინია – ოდნავ რაღაც გამოკრთა“

როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, თუმცა სასიკეთო დინამიკა შეინიშნება

.

-ვეპოტინებით და გვიხარია, რომ მეორე დღეა, სიცხემ დაიჭირა, როგორც იტყვიან. სეფსისს, როგორც სჩვევია, ერთი დღე ავარდებოდა ხოლმე სიცხე, მეორე დღეს ჰქონდა 36.6, უცებ ისევ 39-მდე აუწევდა.

ახლა არ ვიცი, თქმა მეშინია — ოდნავ რაღაც გამოკრთა. როგორც ექიმები იტყვიან ხოლმე, დინამიკაში სტაბილურობაა და არა უარესობა. სიცხის გამო შეუძლებელია ხოლმე კომუნიკაცია, არ არის ხოლმე კონტაქტური, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაუმჯობესდება, იმავე წამს ვეუბნები ხოლმე, რომ ბიჭებმა დარეკეს, ყველამ მოიკითხა, მთელი ესტრადა რეკავს და კითხულობს, – უთხრა მამუკა ჩარკვიანის დამ, თაკო ჩარკვიანმა პრაიმტაიმს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close