საზოგადოება

30 დეკემბერს, სიღნაღში, საახალწლო კონცერტი გაიმართება

,,სტუმრებს დახვდებათ ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს"

ახალი წლის დღეები იწყება!
30 დეკემბერს, 18:00 საათზე, სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ⁠კოტე ყიფიანი, ⁠⁠ნეკა სებისკვერაძე, ⁠⁠ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, ანსამბლი ,,⁠⁠შვიდკაცა“, ,,ჰერიო“, ილურიძის ბენდი, ⁠⁠ჯგუფი “რეგიონი”.
⁠⁠საახალწლო კონცერტს წამყვანები – პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს.
  16:30 საათიდან ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close