
კონდიტერი თამო მეფიშვილი თავის გამომწერებს გოზინაყის რეცეპტს უზიარებს:
.
„მოსამზადებლად გამოვიყენე 500 გრ ნიგოზი,
თაფლი 250 გრ,
შაქარი 1ს/კ.
ნიგოზი მოვხალე, თაფლი მივიყვანე ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ვურევდი, პროცესი გავიმეორე 3-4 ჯერ, ჩავყარე შაქარი მეოთხე წამოდუღებაზე და დაჭრილი ნიგოზი დავამატე. გადმოვიტანე სველ დაფაზე და გავაბრტყელე. რომ გაცივდა, დავჭერი, უგემრიელესია. გოზინაყს რომ მოამზადებთ, შეგიძლიათ, გაანაწილოთ ვაფლის ფირფიტაზე. საუკეთესოა“.




