სხვა

ბარბარა სამხარაძის ტრანსფორმაცია

„ადამიანებისგან მესმოდა, შენ ხარ დიდი, მსუქანიო, ჩემი მძიმე წონა საზოგადოებისთვის თითქოს პრობლემად იყო ქცეული“

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „კი, მე ვარ“. მომღერალმა ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო წონაში.

.

„მანამდეც და მას მერეც გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, – „შენ ხარ დიდი”, „შენ ხარ მსუქანი ადამიანი”, „მსუქანი ბავშვი”, – ჩემი მძიმე წონა საზოგადოებისთვის თითქოს პრობლემად იყო ქცეული. არადა, თავად მე იმ სტანდარტს ვამკვიდრებდი, რომ „მიმიღე ისეთად, როგორიც ვარ და არავის საქმე არ არის, როგორი ვიქნები – მსუქანი, თუ გამხდარი”. ჩემი წონა კომპლექსს დიდად არ მიქმნიდა. და თუ კომპლექსი რაღაც დოზით მაინც არსებობდა, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ის სხვას დაენახა, გამომემჟღავნებინა. მე რომ კომპლექსები მქონოდა, სცენაზე არ დავდგებოდი… გახდომა და წონის დაკლება იმის გამო მინდოდა, რომ ხალხს აღარ ეთქვა ამ კუთხით ჩემთვის რაიმე.

რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ წონის კლებას, ეს ყველას ინდივიდუალური აქვს. ზოგმა 5-6 თვეში იმდენი დაიკლო, რაც მე ერთ წელში. ამან ცოტა კი დამსტრესა, თუმცა ეს არ არის ცუდი… ოპერაციის შემდეგ წონა იკარგება და შესაბამისად სწრაფი კლების დროს ორგანიზმიც ბევრ რამეს კარგავს, ამიტომ რაღაც თანმხლები პრობლემები ამ ყველაფერს ახლავს ხოლმე.ჩემს შემთხვევაში რადგან დაკლება ნელა მიდიოდა, ყველაფერი თანმიმდევრულად და ორგანულად წავიდა. მაშინ კი ვნერვიულობდი, სწრაფად არ მიდის კილოგრამები-მეთქი, მაგრამ ეს კარგიც ყოფილა. არც კანის სტრუქტურა დამრღვევია და ამ პროცესს არანაირი გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. კლების პროცესი ჯერ კიდევ მიდის, ჯერ არ შეჩერებულა, კიდევ 15 კილოგრამი უნდა დავიკლოდა ეს პროცესი შეიძლება 2 წელიც გაგრძელდეს, – ყვება მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close