სხვა

„არც სტერილიზაცია სჭირდება, არც „ასპირინი“

ზამთრისთვის შესანახი მკვახე პომიდვრის სალათის რეცეპტი

„თუ გსურთ, მკვახე პომიდვრის სალათა ზამთრისთვის შეინახოთ, გააკეთეთ ამ რეცეპტით. არც სტერილიზაცია სჭირდება, არც ასპირინი”, – წერს მადონა გიორგაძე.

ინგრედიენტები:

მკვახე პომიდორი – 5 კგ

ზეთი – 1 ლ

ხახვი – 2 კგ

სტაფილო – 1 კგ

ბულგარული წიწაკა (წითელი) – 2 კგ

ნიორი – 1 თავი

უცხო სუნელი – 1 ს/კ

ყვითელი ყვავილი – ს/კ

ხმელი ქინძი – ს/კ

მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით.

რეცეპტი

პომიდორი დაჭერიღ ალყა-ალყა, დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 2 საათი.

ქვაბში ჩაასხით 1 ლ ზეთი და მოშუშეთ 2 კგ ხახვი, შემდეგ დააყარეთ 1 კგ სტაფილო და ისიც მოშუშეთ.  შემდეგ დააყარეთ 2 კგ წითელი ბულგარული და ისიც მოშუშეთ. ბოლოს დააყარეთ გარეცხილი და საშუალოდ გაწურული პომიდორი და ისიც მოშუშეთ ცოტა ხნით (შესაძლოა, შეჰყვეს ცოტა წყალიც. არ მოშუშოთ დიდი ხნით, რომ პომიდორი არ ჩაიშალოს).

დაუმატეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით. აგრეთვე თითო სუფრის კოვზი უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი. არ გადმოდგათ ცეცხლიდან.

ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

მარაო.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close