
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანს“ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოება განსაკუთრებით თინათინის როლის შემსრულებლის თამამმა თეატრალურმა კოსტიუმმა გააღიზიანა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი კოლეგებს გამოექომაგა და დაწერა:
.
„ახლა, ამ საუკუნეში სიშიშვლე არ უნდა გვაკვირვებდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა უნდა ვიგლეჯდეთ თმას. მთავარი მხოლოდ ისაა, როგორ ფორმაშია გადმოცემული, რაც შეიძლება ან მოგვწონდეს, ან – არა. ეს უმარტივესია! სოლიდარობა ჩემს მეგობარ მსახიობს ქეთი სვანიძეს!“.
მსახიობი ქეთი სვანიძე სპექტაკლში თინათინის როლს ასრულებს.




