საზოგადოება

,,თუ საქართველოში ეს არის ადვოკატურის სტანდარტი, მაშინ კიდევ ,,უკეთესად” გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა…”

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

_ მარიამ კუბლაშვილის დამცველების საყურადღებოდ. “პროფესიული მოვალეობის” შესრულება გასაგებია და ამ შემთხვევაში ნიშნავს ჯიშკარიანის უდანაშაულობის მტკიცებას. ეს გასაგებია და არც არის საკამათო. მაგრამ, როდესაც ადვოკატი დაკავებულია არა ამით, არამედ მეორე მხარის დისკრედიტაციით, მის წარსულში იქექება და ისეთ თემებზე აპელირებს, რასაც საქმესთან შეხება არა აქვს, სწორედ ეს არის ბულინგი, რაზეც თვითონვე იწყებს მერე საუბარს თავის კლიენტთან მიმართებაში. თუ საქართველოში ეს არის ადვოკატურის სტანდარტი, მაშინ კიდევ “უკეთესად” გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა…

Related Articles

Back to top button
Close