ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აგრძელებს კონგრესმენებთან შეხვედრებს ვაშინგტონში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად მიმდინარე პროცესებს. ასევე ნათელაშვილმა კონგრესმენებს მიაწოდა ინფორმაცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს და აღიაროს ქართველი ერის გენოციდი.

კომენტარები