საზოგადოება
ლეიბორისტების ლიდერმა მალხაზ მაჩალიკაშვილს თანადგომა გამოუცხადა
შალვა ნათელაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოინახულა და მას თანადგომა გამოუცხადა.
,,მოვედით შვილმკვდარ მამასთან კიდევ ერთხელ, სამძიმრის გამოსაცხადებლად და თანადგომისთვის. ჩადენილია უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და მთლიანად კავკასიის წინააღმდეგ. მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა ძილში, საკუთარ საწოლში. არცერთ ხელისუფლებას არ ექნება არსებობის საფუძველი, სანამ აღნიშნული საქმე არ იქნება სრულად გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღე დადგეს“_ გამაცხადა ნათელაშვილმა.