პოლიტიკა

,,ბიზნესმენები, ბიზნესის ,,დასაკრიშად” მოდიან ხელისუფლებაში, ვეღარ დავრწმუნდით?”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ პრობლემა ის კი არაა, ამდენი წლის მერე რომ მოსთხოვეს ვიღაცას პასუხი, არამედ იმაშია, რომ თუ დანაშაული ჩაიდინა, თავის დროზე არ მოსთხოვეს და (თუ დანაშაული მართლა იყო) რატომ არ აგებინეს პასუხი. ამის ვარაუდიც შეიძლება, ისევე, როგორც ახლა რატომ გაახსენდათ დღეს, ეს საქმე….
ახლა პოლიტიკური ნაწილი. ოლიგარქების კვლავ გაბიზნესმენებას, ანუ ოლიგარქების ხელისუფლებიდან მოცილებას იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ ვინც დღეს ხელისუფლებაშია, იგივე ივანიშვილი, ბოროტები არიან და სხვები კეთილები ( სხვათა შორის, სულაც არ მგონია, რომ ბიძინა ბევრზე ცუდი ადამიანია).  არა, ბატონო! ბიზნესმენის მენტალობაშია საქმე. მათ სურთ,  იშოვონ ბევრი ფული. მეტი ფულის საშოვნელად და თავიაანთი მსგომარეობის თუ ბიზნესის ,,დასაკრიშად” მოდიან ხელისუფლებაში, ვეღარ დავრწმუნდით?
ბიზნესმენებმა უნდა თავისი საქმე აკეთონ კეთილსინდისიერად ( სამუშაო ადგილები შექმნან, გადასახადები გადაიხადონ ქველმოქმედება (და არა გველმოქმედება) გასწიონ )), ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკოსებმა კი ასევე კეთილსინდისიერად უნდა შეუწყონ ხელი!
ძალიან მარტივადაა საქმე, მხოლოდ წესიერი, კომპეტენტური ხალხია საჭირო ხელისუფლებაში!
პ.ს..არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოპარა ვიღაცამ ხალხს, თუ საშუალება გვექნება, ყველა მოპარულს, წაღებულს და ნათაღლითარს ,,დაყაჭავს”! ამიტომაც არ უნდათ ვიღაცეებს ლეიბორისტები ხელისუფლებაში!

Related Articles

Back to top button
Close