საზოგადოება

,,შიმშილობის მსოფლიო ინდექსით” საქართველო 39-ე ადგილზეა

,,შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“- ის შედეგები უკვე ცნობილია. მე-14 ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველო  117 ქვეყანიდან  39-ე ადგილს იკავებს.  როგორი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის? რა შეიცვალა წინა წელბთან შედარებით?

,,შიმშილობის მსოფლიო ინდექსი“ ყოველწლიური  კვლევაა, რომლის მიზანია გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები; გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად ცდილობენ გაზარდონ ყურადღება შიმშლობასთან მებრძოლ ქვეყნებში. კვლევა 117 ქვეყნის მონაცმებს მოიცავს.

,,შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნელყოფას სურსათით. ინდექსის მიხედვით, 2000 წლის შემდეგ 47 ქვეყანაში შიმშილის დონე საგანგაშოა, ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთ რეგიონში კი ვითარება უკიდურესად მძიმეა.

საქართველოს მდგომარეობა 2005 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, 2019  წლის შედეგები 2010 წლის მონაცმებს საგრძნობლად ჩამორჩება. წლევანდელი მონაცემებით, ქვეყანამ 9,2 ქულა მოიპოვა, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია.  სომხეთი  წელს 30-ე, აზერბაიჯანი კი 29-ე ადგილს იკავებს. რუსეთი 22-ა სიაში, თურქეთი კი, საუკეთესო 17 ქვეყანაში მოხვდა.

ელენე მეტრეველი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close