საზოგადოება
გოგონა, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, 1tv.ge -ში მუშაობდა

თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
როგორც შსს-ში „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც გოგონას ფეისბუქგვერდიდან შევიტყეთ, მას დამთავრებული ჰქონდა შავნაბაადას საერო გიმნაზია და უნივერსიტეტი. 2018 წლის 1 სექტემბრიდან კი მუშაიბა პირველ არხზე და 1tv.ge-ზე დაიწყო.