ჯანდაცვა

პანიკა არ იქნება იმ ქვეყანაში, სადაც სიცოცხლით არ ვაჭრობენ და მედიკამენტების ფასი ხელმისაწვდომია…

ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ გვითხრა, რომ მომზადებულნი ხვდებიან სასიკვდილო ვირუსს, რომლისაც მსოფლიოს ეშინია, ჩვენს გარდა. მან ხაზი გაუსვა პროფილაქტიკურ მზადყოფნას.

გვაინტერესებს, რაში გამოიხატება ქვეყნის მზადყოფნის მდგომარეობა, როცა:
1. არცერთ აფთიაქში არ არის პირბადე. გასაგებია, რომ ჯანდაცვის მდგომარეობის გასამართლებლად წერენ, არ არის საჭირო პირბადე თუ არ ხარ ინფიცირებულიო, მაგრამ იქნებ იმაზეც დაფიქრდნენ, პირბადის ორი მხრიდან მოხმარების ფილოსოფია ხომ არ ეწინააღმდეგება ჯანმრთელთა პირბადის გარეშე სიარულს ხალხმრავალ ადგილებში მომატებული საფრთხის დროს?
2. გვეუბნებიან, რომ კორონას პროფილაქტიკური საშუალებაა იმუნიტეტის ამაღლება. დაინტერესებულხართ, რა ღირს და რა გახდა ამ ეტაპზე იმუნიტეტის ასამაღლებელი მედიკამენტები? 10 ტაბლეტი ,,ისმიჟენი” 25 ლარი (ქართული) კახეთის რეგიონის პსპ-ს ქსელში, თბილისში _ 65 ლარი.
3. უკვე დაინფიცირებულთათვის ბოქსების არასაკმარისობაზე იმდენი წერეს ჟურნალისტებმა, ვეღარაფერს დავამატებთ.
4. დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეო, გვირჩია მინისტრმა, თუმცა დაავიწყდა, რომ ეთქვა, ზარი ფასიანი გავხადეთ ცოტა ხსნის წინ და გაითვალისწინეთო.
5. პროფილაქტიკაა ერთგვარი მინისტრ ტიკარაძისთვის ისიც, რომ კორონავირუსისთვის განკუთვნილ ბოქსში მყოფ პაციენტთან შესული მედიცინის მუშაკები პირბადის გარეშე მოქმედებენ, პოლიციელები და ჟურნალისტები პირდაღებულები დარბიან და ამის მერე, ხელისუფლებას ხალხის პანიკა უკვირს? ეს სიტუაცია ხელისუფლებამ არ უნდა მოაგვაროს?
პანიკა არ იქნება იმ ქვეყანაში, სადაც სიტყვა და საქმე რომელიღაც განზომილებაში მაინც იკვეთება. სადაც ხელისუფლლება მხოლოდ სიტყვებს არ აფრქვევს და მედიცინაც ქინაქინისა და ლუმინალის დონეზე არ არის გაყინული. ჩემი აზრით, საქართველოში ვპანიკობთ იმიტომ, რომ:
1 . ხელისუფლება გვეუბნება ერთს და აკეთებს მეორეს.
2 ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის ან ფიქრობს, რომ ხალხმა არ იცის, რა არის პროფილაქტიკა (პროფილაქტიკური მედიცინა ხომ მოკლეს საქართველოში დიდი ხანია).
3. პანდემიის დროს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საჭირო და აუცილებელი მედიკამენტები, რომელიც არის პროფილაქტიკური და იმუნიტეტის აღმდგენი.
4. არ არის ელემენტარული რამ, პირბადე, რომელშიც ოქრო კი არა, ბამბა და ბინტია.
5. ქართული მედიცინა ხორცის ბაზარია, სადაც ექიმები ვაჭრობენ სიცოცხლით.
6. ქართულ მედიცინაში გაუნათლებლობა, უვიცობა და გულისხმიერება პიკს აღწევს.
7. საავადმყოფოებში დახლები აქვთ მოწყობილი…
8. აფთიაქებში წამლებს ცეცხლი უკიდია და ხელისუფლება გვეუბნება, კერძოა და ფასწარმოებაში ვერ ჩავერევიო. ხალხის ბედი რომ მას აბარია და ამიტომ ჰქვია, ხელის უფლება, ავიწყდება.
აღარ გავაგრძელებთ, თუმცა ხელისუფლებისადმი ხალხის უნდობლობის განმსაზღვრელი სია დიდია.

როდემდე უნდა აკეთონ ფული ხალხის სიცოცხლის ხარჯზე? ალბათ გახსოვთ, 2008 წელს, გაგანია ომის დროს გაზარდეს მედიკამენტების ფასი.  ხოდა, ახლაც არაფრით განსხვავებული ხალხის ხელისუფლებაში. ან რაზე ვლაპარაკობთ, სააფთიაქო ბოსები ათწლეულებია პარლამენტში უზით და ცივ ნიავს არ აკარებენ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close