საზოგადოება

,,კამელინი” 20 ლარი ღირდა და ახლა, 85 ლარი ღირს! _ კოვიდის ფორმატში გადარიცხეს ფული და ახლა ადამიანებისგან იღებენ

ნინო სტურუა:

_ წამალი, რომელიც 20 ლარი ღირდა, 85 ლარი გახდა!!!

ხშირად ვყიდულობ “კამელინს”
( ქართული წარმოებისაა!) ხან მალამოს, ხანაც სანთლებს, მართლა კარგია და მაგიტომ. შესაბამისად, ზუსტად ვიცი ფასი.
20-25 ლარი ღირდა.
შემდეგ ახალი წლისთვის 40 ლარი გახდა.
დღეს კიდე, GPC -ში და ფარმადეპოში 85 ლარი ღირს!!!
PSP-ში 82, ავერსში -75!!!
😡😡😡😡😡

რომ ვიკითხე რამ გადაგრიათ თქო და პასუხი იყო, დოლარი გაძვირდაო!!!
😡😡😡😡

ჯერ ერთი, ეს წამალი ქართულია!!!
და თან დოლარი – 6 ლარი გახდა უკვე და არ ვიცით???!!!

მერე ვიფიქრე, ალბათ ამ მილიონერმა აფთიაქარებმა კოვიდის ფონდში რომ გადარიცხეს ორი გროში, ახლა ადამიანებისგან აპირებენ ასმაგად ამოღებას, როგორც ყოველთვის…

ხოდა, ახლა მე მაინტერესებს, ოდესმე დასრულდება ამ აფთიაქარების უკვე მართლა ზღვარსგადასული სიხარბე და მომხვეჭელობა???
როდემდე უნდა ძარცვონ ადამიანები ასე უსინდისოდ და პასუხიც არავინ მოკითხოს???!!!

არადა, მთავრობამ, მკაცრად გავაკონტროლებთ ფასები ზღავარს რომ არ გადასცდესო…

რა ვიცი, 20 ლარი რომ ღირდა და 85 ლარი გახდა, ზღვარი სად უნდა მოვძებნოთ, ჩვენც გვამეცადინეთ ერთი მაგ თქვენს განსაკუთრებულ ბუღალტერიაში.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close