,,ისევ საბანკო სპეკულაციის ქვეშ ამოვყავით თავი?!_ კორონას გადავურჩებით, მაგრამ ბანკებს?”
აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი:
__ ბანკებმა ისევ არასწორი ნაბიჯები გადადგეს!!! ჩემი ხედვით, შეცდომაში შემყვანი და სპეკულატიურია სესხების გადავადების ის შინაარსი, რასაც ბანკები სთავაზობენ დღეს მოსახლეობას. თუ დღეს შეიქმნა მსესხებლებისათვის ფულის კრიზისი, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სამი თვის შემდეგ ასე მარტივად ეს საკითხი არ გადაწყდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე გადახდისუნარიანი არ გახდება მსესხებელი/მოვალე ის ვერ შეძლებს საბანკო ვალის გადახდის დაწყებას. ბანკებს, ამ სამი თვის განმავლობაში, პროცენტი რომ მოეხსნათ და ძირი დაეტოვებინათ, ეს უფრო ეფექტური და სამართლიანი იქნებოდა (აქაც ინდივიდუალურ და არა ზოგადი პრინციპის დაცვით). ან ძირი დაეფიქსირებინათ ისე გადაევადებინათ ეს სესხები. ეხლა რა გამოვიდა ? რეალურად სამი თვე არ იხდიან სესხებს ადამიანები და სამი თვის მერე რას ვშვრებით, ერთბაშად იმდენი ფული და ეკონომიკა გვექნება, რომ გადავადებულსაც და ვადამოსულსაც ერთად გადავიხდით? თუნდაც პროპორციულად გადაანგარიშებულს? ნორმალურ და გამართულ ეკონომიკაშიც კი რთულია ასეთი გადავადებული პირობით სარგებლობა. ანუ თუ ერთბაშად მოუწევთ გადავადებული და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა, ე.ი. ის საქმე რასაც ადამიანები აკეთებდნენ და ამონაგები გააჩნდათ, რომლითაც სესხს იხდიდნენ, სამი თვის შემდეგ იმაზე მეტად ძვირი უნდა გახდეს, რომ უფრო მეტი ამონაგები ქონდეთ ვიდრე გადავადებამდე, რომ ამონაგებით გაზრდილი საკრედიტო დავალიანება გადაიხადონ (ეს კიდე ფასებს რას უზამს წარმოგიდგენიათ?). სად არის აქ გონივრულობა, ისევ საბანკო სპეკულაციის ქვეშ ამოვყავით თავი?! კორონას ღვთის მადლით, სახელმწიფოს ჩართულობით და ჩვენი ექიმების პროფესიონალობით კი გადავურჩებით, მაგრამ ბანკებს ???!!!”აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი.