7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ციხეს ტოვებს. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვიდან ხვალ დილით გათავისუფლდება.

კეთდება განცხადებები, რომ მერაბიშვილი, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ვისთან და რა ფორმით, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებზე მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ თავადვე ისაუბრებს.

“არც ვიცი რას აპირებს, ამ თემაზე ბოლო ხანებში ჩვენ არც გვისაუბრია, შესაბამისად თავის გეგმებზე, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებას თავად აუხსნის და დეტალებს თავად მოგახსენებთ. ჩვენს პარტიაში ვანო მერაბიშვილს ჰყავს არაერთი მეგობარი ჩემი ჩათვლით, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პრეფერენციებს, რას გადაწყვეტს და როგორ იმოქმედებს, თავად ისაუბრებს. იმ საკითხზე, რომელიც არის მისი გადასაწყვეტი მე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მერაბიშვილი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს 2013 წლიდან იხდის.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები