,,სამწუხაროა, რომ ჩვენ, ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი. მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის და მთელი ცხოვრება ესე მიცხოვრია, საკუთარ სიტყვებს. არა ,მარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანია, ყველა. ყველა განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს.
ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაცა ვერ შევასრულეთ, რაღაცა ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არცერთი პრინციპული დაპირება არ მახსოვს ჩვენი 7 წლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა ქართული ოცნება მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებია” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტვ ,,იმედი”-ს ეთერში.