საზოგადოება

,,შესაძლოა, აღმოჩნდეთ სიცოცხლისთვის მებრძოლი კრიმინალური დაჯგუფებების წინაშე”

მიხეილ ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ კარგი – აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი ჩვენზე განვითარებული სახელმწიფოებია და აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოქალაქეებს ფინანსურად დაუდგნენ გვერდში ამ კარანტინის ფონზე, მაგრამ რაღას ვიტყვით მაგალითად სომხეთზე, კოსოვოზე და ალბანეთზე, სადაც არათუ მხოლოდ უმუშევრად დარჩენილებს აძლევენ კომპენსაციებს, არამედ სოციალურ პაკეტებს აორმაგებენ (პენსია, სოც. დახმარება) და ასევე ორმაგ ხელფასს უხდიან იმ პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც უწევთ მუშაობის გაგრძელება რისკის შემცველ სამსახურებში (მაღაზიის გამყიდველი, აფთიაქარი, პოლიციელი და ა.შ.).

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხის სახლებში გამომწყვდევა, ისე რომ მათი პირველადი (კვების) მოთხოვნილებები არ იყოს დაკმაყოფილებული, გამოიწვევს, რა თქმა უნდა, მასობრივ შიმშილს, კრიმინალის მკვეთრ ზრდას და ქაოსს! 2×2=4! ვისაც მარაგი გაქვთ, სახლში ხართ და გგონიათ არაფერი გემუქრებათ, შიმშილზე არანაკლები საფრთხის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეთ – სიცოცხლისთვის მებრძოლი კრიმინალური დაჯგუფებების წინაშე… საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტი ბევრად დიდ ზიანს მიიღებს ფულის არ-დახარჯვით, ვიდრე დახარჯვით. გამოსავალი? – უნდა გამოიყოს 500 მილიონიანი სპეციალური ფონდი, რომელიც სრულად მოხმარდება მიზნობრივად ოჯახების სოციალურ უსაფრთხოებას, ისევე როგორც ეს ქნეს ჩვენი დონის სხვა სახელმწიფოებმა!

ასეთი ფონდის პირობებში, სავსებით გამართლებული და აუცილებელიც იქნება უფრო მკაცრი საკარანტინო ზომების მიღება. ხალხმა უნდა მოიმარაგოს პროდუქტები და 2 კვირის განმავლობაში საყოველთაო კომენდანტის საათი გამოცხადდეს. ამ გზით ეფექტურად შევებრძოლებით და მჯერა, დავამარცხებთ ვირუსს მოკლე ვადებში, მინიმალური დანახარჯებით!

#1000ლარიყველაოჯახს
#დარჩისახლში

Related Articles

Back to top button
Close